გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

23.04.2018
"ავერსი-რაციონალმა" ქართული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა...

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?


კვადრიპინი

(QUADRIPIN)


ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
  ლიზინოპრილი ამლოდიპინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით.

შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ლიზინოპრილს – 5 მგ და ამლოდიპინის ბეზილატს, ეკვივალენტურს ამლოდიპინის  5 მგ-ისა.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
                                              
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი 5/5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
აგფ ინჰიბიტორი და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი. კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური საშუალება. C09BB.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლიზინოპრილი:
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც ხასიათდება ჰიპოტენზიური მოქმედებით. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.
ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 24 სთ-ს.
ამლოდიპინი:
წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან უჯრედებში და იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ლიზნოპრილი:
პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს
20-50%. პრეპარატის ჩმახ სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.
ამლოდიპინი:
პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს.  მისი ჩმახ სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. მისი 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 31-დან 48 სთ-მდე.
მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით, მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში);
- გულის იშემიური დაავადება _ სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.
- დიაბეტური ნეფროპათია.

მიღების წესი და დოზირება:
კვადრიპინი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. უეფექტობის შემთხვევაში დღიური დოზა
შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე.
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:
ლიზინოპრილი:
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის  დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).
ამლოდიპინი:
მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად: დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.
მაღალი დოზით დანიშვნისას: არითმია, ჰიპოტენზია, ქოშინი, იშვიათად _ ღრძილების ჰიპერპლაზია.

უკუჩვენება:
ლიზინოპრილი:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, აზოტემია, ჰიპერკალემია, პირველადი ალდოსტერონიზმი, აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, კვინკეს შეშუპება.
ამლოდიპინი:
ამლოდიპინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰიპოტენზია.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლიზინოპრილი:
ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.
ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ კვადრიპინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ლიზინოპრილმა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში _ შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.
ამლოდიპინი:
ამლოდიპინის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ და ანტიარითმიულ საშუალებებთან, შესაძლოა აღინიშნოს მათი ურთიერთქმედება.
ამლოდიპინისა და ციმეტიდინის  ერთდროულად მიღებისას მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

ჰიპერდოზირება:
ლიზინოპრილი:
დოზის გადაჭარბება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას.
მკურნალობა _ წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
ამლოდიპინი:
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტონია.
მკურნალობა _ კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I  და  II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:
ლიზინოპრილი:
ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და  ელექტროლიტების  დანაკარგის კომპენსირება.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ამლოდიპინი:
პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას,  რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
იმ შემთხვევაში, თუ კი პაციენტი გამოტოვებს მისაღებ დოზას, არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება.
კვადრიპინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

ზემოთ