გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

11.06.2018
"ავერსი-რაციონალი" "მხოლოდ ქართულის" გულშემატკივარია...

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

 კოლინი
(COLIN)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: სიმეთიკონი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

კაფსულა: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის კორპუსითა და ლურჯი ფერის თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილით;
სუსპენზია: ნარინჯისფერი ტკბილი სუსპენზია არომატული სუნით.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:
სიმეთიკონს – 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171),  Brilliant Blue  FCF (E 133).
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს:
სიმეთიკონის ემულსიას, 40 მგ სიმეთიკონის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, თხევადი სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ანისულის ზეთი, ნარევი Avicel RC–591 (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულა, 40 მგ.
პერორალური სუსპენზია, 30 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის ფუნქციონალური მოშლილობის სამკურნალო სხვა პრეპარატები.
ათქ-კოდი: A03AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოლინი წარმოადგენს მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოსა და საჭმლის ფაფაში არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, აბრკოლებს მათ წარმოქმნას და ხელს უწყობს დაშლას. გამოთავისუფლებული გაზის ბუშტუკები შეიწოვება ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ ან გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავების პერისტალტიკის საშუალებით. შედეგად მცირდება აირების საერთო რაოდენობა და წნევა ნაწლავის სანათურში. გარდა ამისა, სიმეთიკონი წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისას  სიმეთიკონი ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზებით მიღებას, რაც განპირობებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზის ბუშტუკებისა და ქაფის წარმოქმნით.  

ფარმაკოკინეტიკა:
სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენება:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი,
  დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ
  პერიოდში გაზების წარმოქმნა);
- რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და
  მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი;
- ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.

მიღების წესი და დოზირება:
კოლინი მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 1-2 კაფსულა ან 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
სუსპენზია მიღების წინ შეანჯღრიეთ!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად:
გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში და 2 კაფსულა დილას გამოკვლევის დღეს უზმოზე, ან 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ.
სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320 მგ).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება  დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია კოლინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული მითითებები:
კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან საჭმლის მონელების დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
30 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში, თითო ფლაკონი საწვეთურით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
კაფსულა: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სუსპენზია: ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
კაფსულა: 2 წელი.
სუსპენზია: 3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
ზემოთ