გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

29.01.2018
„ავერსმა“ 2017 წელი შეაჯამა...

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

 

ალერფასტი 120/180

ALERFAST 120/180

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი;

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს - 120 მგ ან 180 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: 
სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის ანჰიდრიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 120 მგ ან 180 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს H1 -ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც არ ავლენს სედატიურ მოქმედებას. პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ფექსოფენადინი - წარმოადგენს ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს. იგი პერიფერიული H1-რეცეპტორების მაღალსპეციფიური ანტაგონისტია, არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტიადრენერგული აქტივობა. 
ჩვენება: სეზონური ალერგიული რინიტი, გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თმახ პრეპარატის მიღების შემდეგ შეადგენს 2,6 სთ-მდე. ფექსოფენადინის კავშირი პლაზმის ცილებთან, უპირატესად ალბუმინებთან და (ალფა1)-მჟავა გლიკოპროტეინებთან, შეადგენს 60-70%. მეტაბოლიზდება შეყვანილი დოზის დაახლოებით 5%. ფექსოფენადინი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, იგი ვლინდება შარდსა და განავალში, ძირითადად უცვლელი სახით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14,4 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით.

მიღების წესი და დოზირება: 
12 წლის ზევით ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: სეზონური ალერგიული რინიტი - რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პერორალურად 120 მგ დღეში ერთხელ. გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება: 180 მგ დღეში ერთხელ. 6-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 1-2-ჯერ დღეში. 6-წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები: 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი; იშვიათად - დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა; ცალკეულ შემთხვევებში - აგზნებადობა, ძილის დარღვევა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; სხვა: იშვიათად - ცხვირის ღრუს და/ან ხორხის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში - კანზე გამონაყარი, ქავილი და სხვა, ტკივილი გულის არეში, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: 
ალერფასტი 120-ის და 180-ის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები. ალერფასტი 120-ის და 180-ის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგან დადგენილია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

შპს "ავერსი-რაციონალი", საქართველო

ზემოთ