გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

11.06.2018
"ავერსი-რაციონალი" "მხოლოდ ქართულის" გულშემატკივარია...

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

დილოქსი
(DILOX)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: -
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
2-ეთილ-6-მეთილ-3-ჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს - 125 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Spraycel-3181 white (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), აეროსილი).

გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 125 მგ;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიოქსიდანტური საშუალება. ათქ-კოდი: NO7XX.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
დილოქსი წარმოადგენს ჰეტეროარომატულ ანტიოქსიდანტს. ხასიათდება ანტიჰიპოქსიური, მემბრანოპროტექტორული, ნოოტროპული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ანქსიოლიზური თვისებებით. პრეპარატი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების, ჟანგბად-დამოკიდებული პათოლოგიური მდგომარეობების (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ალკოჰოლით და ანტიფსიქოზური პრეპარატებით/ნეიროლეფსიური საშუალებებით ინტოქსიკაცია) ზემოქმედების მიმართ.
პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და მეტაბოლიზმს, მიკროცირკულაციას და სისხლის რეოლოგიურ ფუნქციებს; ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას; ახდენს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანის სტაბილიზაციას ჰემოლიზის დროს; ახასიათებს ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით; აინჰიბირებს ცხიმების დაჟანგვას, ზრდის სუპეროქსიდაზას აქტივობას და ლიპიდებისა და პროტეინების თანაფარდობას; ამცირებს მემბრანის სიბლანტეს და ზრდის მის განვლადობას. დილოქსი ახდენს მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების (კალციუმ-დამოუკიდებელი ფოსფოდიესთერაზა, ადენილატციკლაზა, აცეტილქოლინესთერაზა) და რეცეპტორული კომპლექსების (ბენზოდიაზეპინური, გაემ და აცეტილქოლინური) აქტივობის მოდულირებას, რაც აძლიერებს ლიგანდებთან მათი შეკავშირების უნარს, ხელს უწყობს ბიომემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზების შენარჩუნებას, ნეირომედიატორების ტრანსპორტს და სინაფსური გადაცემის გაუმჯობესებას. დილოქსი ზრდის თავის ტვინში დოფამინის კონცენტრაციას. აძლიერებს აერობული გლიკოლიზის კომპენსატორულ აქტივაციას და იშემიის პირობებში ამცირებს ჟანგვითი პროცესების დათრგუნვას კრებსის ციკლში ატფ-ისა და კრეატინფოსფატის შემცველობის გაზრდით; ააქტიურებს მიტოქონდრიის ენერგომასინთეზირებელ ფუნქციებს, ახდენს უჯრედის მემბრანის სტაბილიზებას.

ფარმაკოკინეტიკა:
დილოქსი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია 400-500 მგ დოზის მიღებისას შეადგენს 3,5-4,0 მკგ/მლ-ს. სწრაფად გადანაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. პრეპარატის ორგანიზმში დაყოვნების დრო საშუალოდ შეადგენს 4,9-5,2 სთ-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის გლუკურონკონიუგირებულ პროდუქტს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2) შეადგენს 2,0-2,6 სთ-ს. სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით და უმნიშვნელო რაოდენობით – უცვლელი სახით. შედარებით ინტენსიურად ექსკრეტირდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 4 სთ-ის განმავლობაში. შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებსა და მათ კონიუგირებულ მეტაბოლიტებს ახასიათებს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა.

ჩვენება:
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა;
• ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები;
• დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
• ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი;
• ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები;
• შფოთვა ნევროტული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს;
• გულის იშემიური დაავადება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირება (უპირატესად ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისფუნქციით მიმდინარე);
• მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
• მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

მიღების წესი და დოზირება:
დილოქსი მიიღება პერორალურად 125-250 მგ 3-ჯერ დღეში. საწყისი დოზა შეადგენს 125-250 მგ-ს (1-2 ტაბ.) 1-2-ჯერ დღეში დოზის თანდათან მატებით თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 800 მგ (6 ტაბ.). მკურნალობის ხანგრძლივობა არის 2-6 კვირა. გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 1.5-2 თვეს. განმეორებითი კურსი (ექიმის რეკომენდაციით) სასურველია ჩატარდეს გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებში.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. მკურნალობა სრულდება დოზის თანდათან დაკლებით 2-3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირის სიმშრალე, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ბავშვთა ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
დილოქსი აძლიერებს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალებების (ფენაზეპამი, დიაზეპამი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) და ანტიპარკინსონული (ლევოდოპა) საშუალებების მოქმედებას; ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტს.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
დილოქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა სულფიტებისადმი, შესაძლოა განვითარდეს მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დილოქსით მკურნალობის პერიოდში სასურველია ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისაგან თავის არიდება.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ზემოთ