ავერსი - რაციონალი

ენოზიდი-HL 10მგ/12.5მგ #20ტ

ენოზიდი-HL 10მგ/12.5მგ #20ტ

ენოზიდ HL (აშ ელ)


ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ენალაპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის (ენოზიდ H (აშ)) და ატმის ფერის (ენოზიდ HL (აშ ელ)), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:   
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ენალაპრილის მალეატს - 10 მგ;
ჰიდროქლოროთიაზიდს – 25 მგ ან 12.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური  სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Sunset Yellow FCF (E110) (ენოზიდ HL (აშ ელ) ).

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები 10 მგ/25 მგ ან 10 მგ/12.5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ათქ-კოდი: C09BA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენოზიდ H (აშ) და ენოზიდ HL (აშ ელ) წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.
მის შემადგენლობაში შედის აგფ ინჰიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი). ენალაპრილის მალეატი აბლოკირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს, რაც თავის მხრივ აფერხებს ანგიოტენზინ I-ის  ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის პროცესს. ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირება მეორადად იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის გაზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია ენალაპრილის მეტაბოლიტს – ენალაპრილატს. იგი აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, გულის კუნთისა და სხვა ორგანოებ