ავერსი - რაციონალი

ოფლოტასი (ოფლოქსაც) 200მგ/100მლ

ოფლოტასი (ოფლოქსაც) 200მგ/100მლ

ოფლოტასი
საინფუზიო ხსნარი


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ოფლოქსაცინი; (9-ფტორ-2.3-დიჰიდრო-3-მეთილ-10-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)-7-ოქსო-7-H-პირიდო(1,2,31ე-1,4-ბენზოქსაზინკარბონის მჟავა;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, ღია-ყვითელი ფერის, მომწარო გემოს მქონე უსუნო სითხე,  PH 4,5;

შემადგენლობა:
ოფლოქსაცინი-0.2გ;
დამხმარე ნივთიერებები:
ქლორწყალბადმჟავა 1M, საინექციო წყალი 100მლ-მდე.

გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოფლოქსაცინი ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, მრავალი ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით.  იგი აქტიურია უმეტესი აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების, აგრეთვე ზოგიერთი გრამდადებითი და უჯრედის შიგნით არსებული მიკროორგანიზმების მიმართ:
Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Pseudomonas spp., Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Hafnia spp., Yersinia spp., Staphyloccocus spp., Streptococcus spp., Neisseria spp., Haemophilus influenzae, Brucella spp., Vibrio spp., Providencia spp., Chlamidia spp., Campylobacter spp., Aeromonas spp., Plesiomonas spp. ოფლოქსაცინი შედარებით ნაკლებად ეფექტურია ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი ბაქტერიების მიმართ. იგი ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით.
Treponema pallidum მგრძნობიარე არ არის ოფლოქსაცინის მიმართ. ოფლოქსაცინის  ბაქტერიციდული მოქმედების მექანიზმი  განპირობებულია ბაქტერიის დნმ-ის ენზიმ ჰირაზას ინჰიბირებით, რომლის შედეგად წყდება ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაცია. ოფლოქსაცინი აზიანებს აგრეთვე ბაქტერიული უჯრედის მემბრანას, რაც იწვევს უჯრედის შიგთავსის გარეთ გამოსვლას. პრეპარატი ეფექტურია ბაქტერიის როგორც გამრავლების, აგრეთვე მისი მოსვენების ფაზაში. ოფლოქსაცინი ჯვარედინი რეზისტენტობით არ ხასიათდება ანტიბიოტიკების და სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, გარდა ფტორქინოლონებისა.

ფარმაკოკინეტიკა:
ოფლოქსაცინი კარგად აღწევს ორგანოებში და ქსოვილებში, მისი მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა შესაძლებელია ნერწყვში, ლორწოში, ბრონქულ სეკრეტში, ფილტვებში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში, შარდში, კანში, ძვლებში. ოფლოქსაცინის კონცენტრაციის პიკი სისხლის პლაზმაში (200მგ პრეპარატის ვენაში შეყვანისას 30წთ-ის განმავლობაში) სწრაფად აღინიშნება. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7სთ-ს. იგი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება; ოფლოქსაცინის 75-90% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად, პრეპარატის ერთჯერადი შეყვანითაც კი მისი კონცენტრაციის აღმოჩენა შარდში შესაძლებელია 20-24სთ-ის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები:
ოფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარის გამოყენება ნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის დროს:
სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის, რბილი ქსოვილების,  მუცლის ღრუს ორგანოების, თირკმელების, შარდ-გამომყოფი გზების ინფექციები; გინეკოლოგიური ინფექციები, ოსტეომიელიტი, ქირურგიული ინფექციების როგორც ოპერაციის წინა პროფილქტიკა, აგრეთვე მათი ოპერაციისშემდგომი მკურნალობა.
ოფლოქსაცინს იყენებენ აგრეთვე დაქვეითებული იმუნიტეტით შეპყრობილ ავადმყოფებში ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზები:
ოფლოქსაცინი მოზრდილებში შეჰყავთ წვეთოვანი ინექციის სახით ინფექციის სიმძიმის მიხედვით 200-დან 400მგ-მდე (100-200მლ), 2-ჯერ დღეღამეში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობის დროს 7-10 დღის განმავლობაში. თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატი თავდაპირველად შეჰყავთ 200მგ დოზით, ხოლო შემდგომ-კრეატინინის კლირენსის მიხედვით (კრეატინინის კლირენსის დროს –20-50მლწთ-ში-100მგ ყოველ 24სთ-ში, ხოლო 20მლწთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს-100მგ ყოველ 48სთ-ში).

გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, განგაშის შეგრძნება, დათრგუნული მგდომარეობა, გემოს შეგრძნების, ძილის, მხედველობის, დარღვევა, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი); შესაძლებელია სახის, ხმოვანი იოგების შეშუპება; სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ბილირუბინის მაჩვენებელების მომატება), მიალგია, ართრალგია.

წინააღმდეგჩვენება:
ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაცია. პრეპარატის დანიშვნა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ნებადართული არ არის. ოფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით, ც.ნ.ს-ის დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში.


ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ოფლოქსაცინის კომბინაცია ანტაციდურ ან რკინის შემცველ პრეპარატებთან, მისი ეფექტურობის შემცირების გამო,  ნებადართული არ არის.
ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატებისაგან განსხვავებით, ოფლოქსაცინი არ იწვევს სისხლის პლაზმაში თეოფილინის მაჩვენებლების მომატებას (ამიტომ სასუნთქი გზების ინფექციების დროს, თეოფილინის ერთდროულად გამოყენებისას, პრეპარატის დოზები კორექციას არ საჭიროებს).

ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატით გამოწვეული ჭარბი დოზირების შესახებ მეტად შეზღუდულია.
აღნიშნულ დროს საჭიროა სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი  სიფრთხილით ენიშნებათ თავის ტვინის სისხლძარღვების მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზის, თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის მოშლის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
ოფლოქსაცინის გამოყენებისას საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობისაგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. აღნიშნული რეაქციების სიჩქარის შეფერხებას აძლიერებს პრეპარატის ალკოჰოლთან  კომბინაცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით ც.ნ.ს-ის ან ალერგიული რეაქციების  მხრივ, რომელთა წარმოქმნა შესაძლებელია ოფლოქსაცინის პირველი შეყვანის შემდეგ, აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
ოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ულტრაიისფერი დასხივება ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 10-25° C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა-2 წელი.

გაცემის წესი:
რეცეპტით

შეფუთვა:
100მლ მინის ბოთლებში. 5 ბოთლი შეფუთვაში.

მწარმოებელი:
“იურია-ფარმი”
 უკრაინა

გააზიარე: