გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

2015-06-18

“ავერსი-რაციონალმა” ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა” სასტუმრო “თბილისი მერიოტში” 15-დან 19 ივნისამდე მიმდინარეობდა. კონფერენციას არსებობის უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს, თუმცა საქართველოში ის პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების: უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, – ისე იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც.

2015-02-19

მედიატური "ავერსი-რაციონალში"

19 თებერვალს სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალში" გაცნობითი ტური მოეწყო.
სტუმრებს საწარმოო პროცესისა და ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება მიეცათ. ჟურნალისტებს საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესზე, აღჭურვილობასა და სამუშაო პრიორიტეტებზე "ავერსი-რაციონალის" დამფუძნებლები პაატა და მალხაზ კურტანიძეები ესაუბრნენ.
ჟურნალისტები ორ გუნდად გაიყვნენ და თითოეული ჯგუფი დეტალურად გაეცნო საწარმოს მუშაობის პრინციპებს. 

2015-02-09

ავერსული საღამო თბილისის ზღვის კლუბში

კორპორატიული წვეულებისთვის. არც არის გასაკვირი – ასეთ წვეულებებზე ხომ ისინი არასამუშაო გარემოში ხვდებიან ერთმანეთს, ერთობიან და ერთმანეთის წარმატებით ხარობენ.

2014-11-11

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია

ჯანდაცვა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სფეროა, ამიტომ ადგილობრივი ფარმაცევტული პროდუქციის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა  სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის.  “ავერსი-რაციონალი” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების დამცველად გვევლინება _ “ავერსი-რაციონალი” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქციას, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...

ზემოთ