"ავერსი-რაციონალს" ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მაგისტრანტები ესტუმრნენ
1 მარტს კი “ავერსი რაციონალს” ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მაგისტრანტები სტუმრობდნენ. ვიზიტორების გუნდი კვლავ ორად გაიყო. ერთ ჯგუფს რაციონალის დირექტორი მალხაზ კურტანიძე უძღვებოდა, მეორეს კი ხარისხის კონტროლის რეგულირების სამსახურის ხელმძღვანელი ნათელა ქარუხნიშვილი. სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს როგორც წარმოება, ასევე ახალი ლაბორატორია და ვიზიტის დასასრულს, შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა დალი ბერაშვილმა აღნიშნა, რომ პირველად “ავერსი რაციონალს” 2007 წელს ესტუმრა: _ პირველი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, წარუშლელი იყო, თუმცა დღეს ნანახმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმდენად წინ წასულა ყველაფერი, იმდენად თანამედროვე დონის, უახლესი აპარატურაა, რომ აღფრთოვანებულები ვართ.
სხვადასხვა ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ფარმაცევტული საწარმოებიც მრავლად მინახავს... “ავერსი რაციონალი” ბევრ ევროპულ წარმოებას სჯობს კიდეც... განსაკუთრებით ლაბორატორიით ვარ აღფრთოვანებული. დღევანდელ ვიზიტს, რაც შეეხება, რა საკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ვისაუბრეთ მომავალ ურთიერთთანამშრომლობაზე. ჩვენი ფაკულტეტი კარგ კადრებს ზრდის, სპეციალისტებს, რომლებიც, იმედი გვაქვს, ქართულ ფარმაცევტულ სფეროში მალე დაიმკვიდრებენ თავს. გვაქვს სამაგისტრო პროგრამები ფარმაცევტულ ანალიზშიც და სამრეწველო ფარმაციაშიც. სასარგებლო იქნება კათედრასა და რაციონალს შორის თანამშრომლობა სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირებისთვის. ეს თანამშრომლობა რაციონალისთვისაც არანაკლებ სასარგებლო უნდა იყოს, რადგან პრაქტიკანტებს თავად გაეცნობიან, შეარჩევენ საუკეთესო და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და დაასაქმებენ კიდეც. მსგავსი თანამშრომლობა “ავერსი-ფარმასთან” გვაქვს _ ფირმის წარმომადგენლები მოდიან და სტუდენტებს კომპანიის საქმიანობას დეტალურად აცნობენ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი სტუდენტი აკეთებს არჩევანს _ სად სურს მუშაობის დაწყება... ასეთივე თანამშრომლობა შესაძლებელია წარმოებისა და ანალიზის კუთხით.
ნინო ნიჟარაძე ტოქსიკოლოგიური და ფარმაცევტული ქიმიის დეპარტამენტის მუშაკია. საწარმომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სიამოვნებით დაგვთანხმდა კომენტარზე:
_ მართლაც ძალიან მომხიბლა ნანახმა, განსაკუთრებით ლაბორატორიამ, რადგან აქ მხოლოდ უახლესი, თანამედროვე აპარატურაა. ასე რომ მხოლოდ აღფრთოვანება და აღტაცება მინდა გამოვხატო. აქ მართლაც ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და ეს საამაყოა არა მხოლოდ ამ საწარმოს თანამშრომლებისა და ხელმძღვანელებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვისაც.
დავით ჯინჭარაძე (ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ფარმაკოგნოზიის მიმართულების ხელმძღვანელი):
_ გუშინ ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი, როგორ სტუმრობდნენ მედიის წარმომადგენლები “ავერსი-რაციონალს” ასე რომ მეტ-ნაკლებად მომზადებული გახლდით ამ შთაბეჭდილებებისთვის, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა დღევანდელი ჩვენი ექსკურსია. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... ძალიან მიხარია და ამაყიც ვარ _ თავის დროზე მე ინსტიტუტის რექტორი გახლდით და მალხაზის დიპლომში ჩემი ხელისმოწერაა. მიხარია ორმაგად: როგორც ფარმაცევტს _ ჩემი კოლეგების წარმატება და მითუფრო ჩემი ყოფილი სტუდენტის წარმატება. ამასთანავე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საწარმო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესშიც თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. უკვე დიდი გამარჯვებაა, როცა ქვეყანაში ასეთი სანიმუშო საწარმო ფუნქციონირებს. ის მართლაც სანიმუშოა ჩვენთვისაც, უცხოელებისთვისაც... “ავერსი-რაციონალი” ჩვენს პოტენციალსა და რესურსებზე მეტყველებს.
“ავერსი-რაციონალი” ქართული ფარმაცევტული წარმოების ლიდერია და ამ ნიშას ის კეთილსინდისიერი შრომის, სოლიდური ინვერსტიციების და უნიკალური საკადრო პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს. აქ უახლესი აპარატურა და მაღალკვალიფიციური კადრებია, რაც ხარისხიანი მედიკამენტების წარმოების გარანტი გახლავთ.