შპს ავერსი - რაციონალი

„ავერსი-ფარმამ“ და „ავერსი-რაციონალმა“ 2018 წელი ერთად გააცილეს

„ავერსი-ფარმამ“ და „ავერსი-რაციონალმა“ 2018 წელი ერთად გააცილეს

 
სიურპრიზებით სავსე საღამო

19 იანვარს ავერსელებს რესტორანმა "გუჯარმა" უმასპინძლა. კორპორაციულ წვეულებაზე ამჯერად ფარმაცევტული საწარმო „ავერსი-რაციონალისა“ და „ავერსის“ ადმინისტრაციული ნაწილის, „ავერსი-ფარმას“, თანამშრომლები შეიკრიბნენ.

წვეულების დაწყებამდე სტუმრებს „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ მიმართა:

– ავერსელებს სიამაყისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა – სამსახური, სადაც შეგვიძლია, ღირსეულად გამოვხატოთ ჩვენი შესაძლებლობები და ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ვემსახუროთ. დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება სამუშაო ადგილების შექმნაა. ჩვენი კომპანია სამართლიანად ამაყობს იმით, რომ უფრო და უფრო მეტ სამუშაო ადგილს ვქმნით ჩვენი თანამემამულეებისთვის.

ყველას დიდ მადლობას გიხდით გასული წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის. დიდი მადლობა ავერსელების ოჯახებს, ჩემს მშობლებს, დედმამიშვილებს, მეუღლეს, შვილებს – სწორედ ისინი გვაძლევენ შრომის, ფიქრისა და წარმატების ძალას. გისურვებთ, 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის, კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინოს საკუთარი თავის, ოჯახისა და ქვეყნისათვის.

წვეულებას კვლავ მსახიობები - ილო ბეროშვილი და ანი ბებია უძღვებოდნენ. 2018 წლის საუკეთესო თანამშრომელთა დაჯილდოება „ავერსი-რაციონალის“ ნომინაციებით დაიწყო.

ყველაზე მეგობრული ავერსელი გულიკო ქიტოშვილი აღმოჩნდა, ყველაზე კოლეგიალური - ნინო ფალავანდიშვილი, ყველაზე შრომისმოყვარე - ნინო ღვინაშვილი, ხოლო ყველაზე პროფესიონალი - ამირან კურტანიძე. წარმოების საუკეთესო თანამშრომლის სტატუსი ანა სააკაშვილს ერგო, ხოლო ლაბორატორიის საუკეთესო თანამშრომლისთვის განკუთვნილი პრიზი ია თოთლაძემ დაიმსახურა.

მალხაზ კურტანიძემ, „ავერსი-რაციონალის“ გენერალურმა დირექტორმა, პირადად წარადგინა საუკეთესო განყოფილება. ეს ტექნოლოგიური განყოფილება აღმოჩნდა. დაჯილდოვდნენ თეონა კურტანიძე, მარიამ ჩილინგარაშვილი, ანა ყელბერაშვილი, ნინო ქირიკაშვილი და მარიამ ნერსეზაშვილი.

უამრავ ელეგანტურ ქალბატონს შორის ყველაზე ელეგანტურად მიიჩნიეს თინათინ ჩაკაბერია. ათწლედის თანამშრომელი ოლგა ჩიკვილაძე გახდა, საუკეთესო დებიუტისთვის კი ჯილდო ზურაბ გოგოლაძემ და ირაკლი ჭიჭინაძემ მიიღეს.

„მის ავერსი-რაციონალი 2018–ის“ ტიტული გულიკო სირბილაძეს ერგო.

„ავერსი-რაციონალის“ თანამშრომლებმა ცეცხლოვანი ჯაივი და რუმბა შეასრულეს. სცენაზე აჟღერდა დუეტ „ციცო ენდ ირმას“ სახალისო სიმღერა ინტერნაციონალური ვიდეოკოლაჟის თანხლებით.

„ავერსი-ფარმას“ თანამშრომელთა დაჯილდოება საუკეთესო მესაჭეების ნომინაციით დაიწყო. სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა კახა კილაძემ ჯილდო ზაზა ხაჩიაშვილს, ზურაბ მერაბიშვილსა და ამირან საჩალელს გადასცა.

წამყვანებს სცენაზე „ავერსი–ფარმას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძეც შეუერთდა და გამარჯვებულთა წარდგენა ითავა. ოპერატორების ჯგუფის საუკეთესო თანამშრომლად მზია ღუდუშაური დაასახელეს, ყველაზე მოწესრიგებულ თანამშრომლად – ნანა ტაბატაძე, ყველაზე პუნქტუალურად - თამარ ბარამიძე.

საწყობის წლის საუკეთესო თანამშრომელი რევაზ ჩაკვეტაძე აღმოჩნდა, ზედამხედველობის სამსახურის - ზაურ გელაძე, საინფორმაციო სამსახურის - ნინო ქიზიყურაშვილი, რეკლამის განყოფილების - მუხრან აფაქიძე, ჟურნალ „ავერსის“ - ჯილდა გაჩეჩილაძე, სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის - ნატალია ტუჩაშვილი.

სწრაფი წინსვლისთვის დაჯილდოვდა თათია ნემსაძე. საუკეთესო იურისტის სტატუსი მაია კოჩაძეს ერგო. სასამართლო დავების განყოფილების საუკეთესო თანამშრომლად ია ახალაია აღიარეს, კომპანიის წლის საუკეთესო ბუღალტრად - ნიკოლოზ ოსიყმაშვილი, საუკეთესო ფინანსისტად - იზაბელა ლომიძე.

შიდა აუდიტის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი გიორგი ჩაკვეტაძე აღმოჩნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა - გიორგი ლურსმანაშვილი, ადამიანური რესურსების მართვისა - ნათია ჭოჭუა, რეალიზაციის განყოფილებისა - ლაშა ზურებიანი, ხოლოლოგისტიკის განყოფილებისა - ნათია ფოჩხიძე.

წლის საუკეთესო განყოფილება პაატა კურტანიძემ დაასახელა. ეს სტატუსი ინვესტიციების სამსახურს მიაკუთვნეს.დაჯილდოვდნენ ირაკლი ქსოვრელი, ოთარ კურტანიძე, ალეკო ჩიქოვანი და ზურაბ ჩიტიშვილი.

მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლები ამავე სამსახურის უფროსმა ბესო ჩუბინიძემ დააჯილდოვა. საუკეთესო დებიუტანტი სოფო აბჟანდაძე აღმოჩნდა, ყველაზე კომუნიკაბელური - ეკა შამუგია, მეგობრული - გიორგი იობიძე. წლის საუკეთესო სემინარის ავტორად თეა ჯანჟღავა აღიარეს, იდეების გენერატორად - ნათია პანკელაშვილი, ყველაზე აკადემიურად - თამარ გელაშვილი.

ყველაზე ელეგანტურის ტიტული თაკო ცერცვაძემ დაიმსახურა,ყველაზე მშრომელისა - თამარ პაპილაშვილმა, ყველაზე მიზანსწრაფულისა - სალომე ჩიხელიძემ.

წლის საუკეთესო პროდაქტმენეჯერად თეა კვირკველია აღიარეს, ყველაზე პროფესიონალად კი - ლია სვინტრაძე

კომპანიის დამფუძნებელმა თავად დაასახელა: წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლები რეგიონში – თამარ ნონოიანი, მანანა დარჩია, ინგა ხოზრევანიძე და სოფიო ჭარბაძე; წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლები თბილისში – ნანა სხილაძე, თამთა ბიბიაშვილი, მაკა თუთბერიძე, ხათუნა კირთაძე და ირინა ფხალაძე; წლის საუკეთესო ჯგუფები – პირველი და მეოთხე ჯგუფი; წლის საუკეთესო ჯგუფი საზღვრებს გარეთ  – სომხეთის წარმომადგენლობა (დაჯილდოვდნენ გურგენ დავთიანი, ვლად წუღუნიანი, არმენ მარტიროსიანი, არტაკ აბგარიანი და ნარეკ გრიგორიანი). ექსპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო კახა გენელიძეს და მარიკა ლომთაძეს გადასცეს.

„მის ავერსი-ფარმა 2019“თეონა მიქაძე გახდა.

გამარჯვებულთა ნაწილი სერტიფიკატსა და სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად ფულადი პრიზით ან საზღვარგრეთ მოგზაურობითაც დაჯილდოვდა.

წვეულება ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” მონაწილეებმა გააფორმეს (შეგახსენებთ – “ავერსი”, ბევრი ქართული საქმის წამომწყები და გულშემატკივარი, ამ გადაცემის გენერალური სპონსორიცაა). ავერსელებს საღამო გაულამაზეს სოფო ნიჟარაძემ, გიორგი უშიკიშვილმა, ზვიად ბოლქვაძემ, ნუკრი კაპანაძემ, გუგა მარგველაშვილმა, საბა კემულარიამ, სოფო ბათილაშვილმა. იყო ექსპრომტად მოფიქრებული ნომრებიც. განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ნიკოლოზ კურტანიძის წლების წინ სოფო ნიჟარაძისადმი მიძღვნილმა ლექსმა.

თავად ავერსელებმაც გაბედეს პროფესიონალი მომღერლების წინაშე წარდგომა. კონკურსში „ყველაზე მუსიკალური ავერსელი“ მონაწილეობა მიიღეს სალომე ჩიხელიძემ, მერი ლაბუჩიძემ და ანი ლიპარტელიანმა. ჟიურის ქულებითა და დარბაზის აპლოდისმენტების მიხედვით ანი ლიპარტელიანი ლიდერობდა, მაგრამ კომპანიამ კონკურსის სამივე მონაწილეს მიანიჭა მუსიკალური ავერსელის სტატუსი.

ავერსელებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ: „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ გიორგი უშიკიშვილთან ერთად იმღერა. ფინალური აკორდი კი საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული სიმღერა გახლდათ.

დახვეწილი გარემო, ლამაზი მუსიკა, უამრავი ემოცია, მოულოდნელობა და სიხარული – ასეთი იყო 2019 წლის 19 იანვარი ავერსელებისთვის.

გააზიარე: