„ავერსის“ ულამაზესი წვეულება
„ავერსი-ფარმას“, კომპანიის ადმინისტრაციული ნაწილისა და ფარმაცევტული საწარმო „ავერსი- რაციონალის“ თანამშრომლებისთვის კორპორაციული წვეულება 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.
ღონისძიების დაწყებისას „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ყველას დიდი მადლობა გადაუხადა 2019 წელს გაწეული შრომისათვის და რწმენა გამოთქვა, რომ 2020 წელს უფრო მეტი მონდომებით, მომხმარებელზე მეტი ზრუნვით უკეთეს შედეგებს მიაღწევენ.
დაჯილდოება „ავერსი რაციონალის“ საუკეთესო თანამშრომელთა გამოცხადებით დაიწყო. საწარმოს ყველაზე მეგობრული თანამშრომელი ხათუნა მიქელაძე აღმოჩნდა, ყველაზე კოლეგიალური - ნინო ქირიკაშვილი, ყველაზე შრომისმოყვარე - ვანო აღაჯანაშვილი, ყველაზე პროფესიონალი - მაია ხუჭუა. წარმოების საუკეთესო თანამშრომლის წოდება ნიკოლოზ ოდიშარიას ხვდა წილად, ხოლო ლაბორატორიის საუკეთესო თანამშრომლისა - ნათია შაშვიაშვილს.
როგორც დებიუტანტმა, თავი გამოიჩინა ანა ჩივაძემ, წლის საუკეთესო განყოფილებად საწარმოს გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ დაასახელა ადამიანური რესურსების განყოფილება, ყველაზე ერთგულ თანამშრომლად - იმედა რუბაშვილი. ყველაზე ელეგანტურად ეკატერინე ხაჭაპურიძე აღიარეს, ხოლო მის "ავერსი-რაციონალის" ტიტული თამარ გვალიამ დაიმსახურა.
„ავერსი-ფარმას“ ნომინაციებში გამარჯვებულთა უმრავლესობა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ დაასახელა. საინფორმაციო სამსახურის საუკეთესო თანამშრომლად თეოდორა ქოჩიაშვილი მიიჩნიეს, შეკვეთების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლად - მურთაზ ჭანტურია, საუკეთესო ოპერატორად - თეა კაპანაძე, საწყობიდან პრიზი ორმა ნომინანტმა - პაატა კალანდიამ და შორენა მოსიაშვილმა მიიღო.
წლის საუკეთესო ბუღალტრად მანანა კიკვიძე აღიარეს, საუკეთესო ფინანსისტად - ნიკოლოზ ფურცელაძე. შიდა აუდიტის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი აღმოჩნდა დავით კობერიძე, იურიდიული სამსახურისა - ნინო ბაბულაიძე, სასამართლო დავების სამსახურისა კი მარიამ ფირანიშვილი.
რეკლამის განყოფილებაში საუკეთესოდ დავით კალანდაძე დაასახელეს, ჟურნალ „ავერსში“ - ლია ქათამაძე. სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის საუკეთესო თანამშრომლად ეკატერინე ცხადაძე მიიჩნიეს, არამედიკამენტების სამსახურისა - ლანა ყიფშიძე. ამავე განყოფილების საუკეთესო წარმომადგენლად - თამარ ბაღდავაძე. ლოგისტიკის სამსახურის საუკეთესო თანამშრომლის სტატუსი მაია ნასყიდაშვილს ერგო, მომარაგების განყოფილებისა - ნანა ტაბატაძეს.
საუკეთსო მესაჭეებისთვის დაწესებული პრიზი თემურ პაპუნაშვილმა, ამირან საჩალელმა და კახაბერ მამულაშვილმა გაიყვეს. ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო თანამშრომელი მზია მამალაძე აღმოჩნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებისა - ირაკლი ლურსმანაშვილი, რეალიზაციის განყოფილებისა - თამარ იონანიძე.
მარკეტინგის განყოფილების ნომინაციები კი ასე განაწილდა: საუკეთესო დებიუტი - სოფიო აბულაშვილი, ყველაზე კომუნიკაბელური - კახა სილაგაძე, ყველაზე მეგობრული - სოფიო ანუაშვილი, წლის საუკეთესო სემინარის ავტორი - მარინე ბოჭორიშვილი, იდეების გენერატორი - თეონა ბუსხრიკიძე, ყველაზე აკადემიური - თეონა ნადირაძე, ყველაზე ელეგანტური - სოფიო ზაქარაია, ყველაზე მშრომელი - ირინე ფხალაძე, ყველაზე მიზანსწრაფული - მარი ტატიაშვილი, წლის საუკეთესო პროდაქტმენეჯერი - ნანა მანჯგალაძე, ყველაზე პროფესიონალი - ნანა სხილაძე.
რეგიონებიდან წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლებად დაასახელეს სალომე ჯიქიძე, ლია ბოჭორიშვილი, ალექსანდრე რუაძე, ლია კერძევაძე და ბელა ჩადუნელი, ხოლო თბილისიდან - ლალი ივანიშვილი, ნათია პანკელაშვილი, გიორგი იობიძე, თათია ასიტაშვილი და თამილა ცერცვაძე. საუკეთესო ჯგუფად მიიჩნიეს მესამე მარკეტინგული ჯგუფი.
„მის ავერსი 2019“-ის ტიტული ნათია ქააძემ მოიპოვა.
გამარჯვებულები სიგელებით, სასაჩუქრე ნაკრებებით, ზოგიერთი მათგანი კი საზღვარგარეთ მოგზაურობით დაასაჩუქრეს.
წვეულებას მსახიობი ნიკა გრიგოლია უძღვებოდა. „ავერის რაციონალის“ გოგონათა ტრიომ, ივა ნაჭყებიამ, ჯგუფებმა „ურსამ“, „ქუჩის ბიჭებმა“ და „გუფი ლენდმა“ საზეიმო მუხტი დაატრიალეს. წვეულებაზე ივა ნაჭყებიას მიერ დაწერილი „ავერსის“ ახალი სიმღერა აჟღერდა. სტუმრები განსაკუთრებით გაახალისა ფოტოკონკურსმა – ბავშვობის ფოტოებზე ერთმანეთის ამოცნობამ. ტორტი კი მართლაც კულმინაცია აღმოჩნდა. ეს გახლდათ ნამდვილი კულინაირული შედევრი – მაკეტი ფარმაცევტული საწარმოთი, აფთიაქებით და ავტომანქანებით, რომლებიც ტორტის მწვერვალისკენ – სათავო ოფისისკენ მიემართებოდა.
ასე ხალისიანად დაიწყეს ავერსელებმა 2020 წელი.