შპს ავერსი - რაციონალი

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია

ჯანდაცვა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სფეროა, ამიტომ ადგილობრივი ფარმაცევტული პროდუქციის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა  სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის.  “ავერსი-რაციონალი” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების დამცველად გვევლინება _ “ავერსი-რაციონალი” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქციას, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას.

პირველი მედიკამენტი "ავერსი-რაციონალმა" მომხმარებელს 2005 წლის მარტში შესთავაზა. პროდუქციის ასორტიმენტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამჟამად საწარმო 141 დასახელების პროდუქციის 236 პოზიციას აწარმოებს. კომპანია ახორციელებს ექსპორტს რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში: ყირგიზეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთის ქვეყნებში და მის გაფართოებას გეგმავს.
შესაბამისად, საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება და წარმოებაც ფართოვდება. აუცილებელი გახდა ახალი ლაბორატორიის მშენებლობაც, რომელიც გაზრდილი მოთხოვნების და ფუნქციების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებდა.
 
“ავერსი რაციონალში” ახალი ლაბორატორია გასული წლის სეტემბრიდან ფუნქციონირებს. მას საწარმოს ტერიტორიაზე 750 კვადრატული მეტრი უკავია და აქ ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება. 
როგორც კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, მსოფლიოს ვერც ერთი ფარმაცევტული ქარხანა ვერ იტყვის, რომ ~ავერსი- რაციონალზე~ უკეთესი ლაბორატორია აქვს:
_ “ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რომელიც ამ დონის საწარმოსთვის გახლავთ აუცილებელი. ჩვენი საწარმოს პროდუქცია ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც იმის დასტურია, რომ აქ წარმოებული მედიკამენტები მაღალი ხარისხით გამოირჩევა. რაც შეეხება თავად ნედლეულს, მისი წარმოება არ არის ფარმაცევტული წარმოება, ეს არის ქიმიური პროცესი, რომელიც ძლიერ აბინძურებს გარემოს, ამასთან, საქართველოსავით პატარა ქვეყანა ფინანსურად ვერასოდეს შეძლებს გიგანტური ქიმიური მრეწველობის შექმნას, რადგან აქ საამისო მასშტაბები არ არის; თავად გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკას, შვეიცარიას ასეთი წარმოება გადააქვთ ინდოეთსა და ჩინეთში, სადაც ეკოლოგიური შეზღუდვა ნაკლებია; წამლის ხარისხს კი მწარმოებელი ქარხანა განსაზღვრავს და არა ქვეყანა. თავად ნედლეულს “ავერსი-რაციონალი” მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული ბრენდებისგან იძენს, მის ხარისხს და სანდოობას კი ლაბორატორია კიდევ ერთხელ ამოწმებს”.
კომპანიისთვის მაღალი ხარისხი და სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მეტყველებს საწარმოში დაბანდებული ინვესტიციებიც: ახალი ლაბორატორია, ისევე როგორც საწარმო, აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. დამონტაჟებული აპარატურის ღირებულება ასი ათასობით ლარია. 
“ავერსი-რაციონალის” დირექტორმა ბატონმა მალხაზ კურტანიძემ აღნიშნა, რომ საწარმოსთვის ხარისხი უმთავრესია:
_ მხოლოდ ყველაზე ცნობილი ბრენდების უახლეს მოდელებს ვანიჭებთ უპირატესობას და არასოდეს ვყიდულობთ დაბალი ხარისხის, მოძველებულ დანადგარებს. ეს არა მხოლოდ პროდუქციის მაღალი ხარისხის, არამედ თითოეული აპარატის გამართული მუშაობის  გარანტია. თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის წესებსა და თავისებურებებს ჩვენი თანამშრომლები საფუძვლიანად ითვისებენ, გადიან ტრენინგებს, რომლებიც ახალ აპარატურასთან მუშაობის შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდით, ასე რომ მათი კვალიფიციურობა და აღჭურვილობის მაღალი ხარისხი პროდუქციის ეფექტურობასა და სანდოობას განსაზღვრავს. ლაბორატორიის განახლება გაზრდილი მოთხოვნისა და ფუნქციების გამო აუცილებელი გახდა. ახალი ლაბორატორია კი სრული დატვირთვით მუშაობს და რაც მთავარია, ყველა ანალიზი, რომელიც აქ ტარდება სანდო და უტყუარია. 
ლაბორატორიაში მხოლოდ უახლესი აპარატურაა:
_ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფები AG 1200 / AG 1260 Iinfinity (AG technologies, აშშ, 8 ცალი), რომლებიც გამოიყენება პრეპარატებში აქტიური და დამხმარე ნივთიერებების იგივეობის და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის. ასევე, მონათესავე მინარევების განსაზღვრისთვის;
ასევე დამონტაჟებულია  გაზური ქრომატოგრაფი AG 7890A (AG technologies, აშშ) – მისი ფუნქცია პრეპარატებში აქროლადი ნივთიერებების იგივეობის და რაოდენობრივი ასევე, მონათესავე მინარევების განსაზღვრა გახლავთ. ლაბორატორიაში მოქმედებს ინფრაწითელი სპექტრომეტრი FTIR cary 660 (AG technologies, აშშ) - გამოიყენება პრეპარატებში აქტიური და დამხმარე ნივთიერებების იგივეობის და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის; 
ფუნქციონირებს ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრი UV1601 (Shimadzu, იაპონია) – გამოიყენება პრეპარატებში აქტიური და დამხმარე ნივთიერებების იგივეობის და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის. 
_  ტიტრატორი TitroLine Alpha Plus (Schott instruments, გერმანია) 
_  კარლ-ფიშერის ტიტრატორი TITROMATIC 1S (Crison Instrument S.A, ესპანეთი) 
_  ხსნარში მექანიკური ჩანართების მთვლელი APSS-2000 (Particle measure systems, აშშ) – გამოიყენება საინექციო ხსნარებში თვალით უხილავი ნაწილაკების რაოდენობის განსაზღვრისთვის;
_ ანალიზური და ელექტრონული სასწორები LE225D-OCE / CPA225D-OჩE (შარტორიუს, გერმანია, სულ 5 ც)– გამოიყენება ნიმუშების, სტანდარტებისა და რეაქტივების ასაწონად;
_   PH მეტრი შევენMულტი S40-K (Mეტტლერ თოლედო, შვეიცარია, 4 ც) – საინექციო ხსნარებში, სიროფებში, სუსპენზიებში PH-ის განსაზღვრისთვის.
_ ცვეთადობის ტესტერი TAR-200 (Erweka, გერმანია) – შემოუგარსავი ტაბლეტების ცვეთადობის განსაზღვრისთვის;
_  დაშლადობის ტესტერი ZT501 (
Erweka, გერმანია) – ტაბლეტების / კაფსულების დაშლადობის დროის განსაზღვრისთვის;
_  გახსნის ტესტერი DT 600 HH (
Erweka, გერმანია) – ტაბლეტების / კაფსულების გახსნის განსაზღვრისთვის;
_ სიმტკიცის ტესტერი TBH 125 (
Erweka, გერმანია) – ტაბლეტების სიმტკიცის და გეომეტრიული ზომების განსაზღვრისთვის;
_  სუპოზიტორიების დაშლადობის ტესტერი 
Erweka ST-35 (Erweka, გერმანია) –  სუპოზიტორიების ლღობის ტემპერატურის ტესტერი SSP (Erweka, გერმანია) – 
ახალი ლაბორატორიის შესახებ "ავერსი-რაციონალის" ხარისხის დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნათელა ქარუხნიშვილმა აღნიშნა: "ლაბორატორია აღჭურვილია მოწინავე ქვეყნების – გერმანული, ამერიკული, შეიცარიული, იაპონური - აპარატურით. ყველა ხელსაწყო ვალიდირებულია, ანუ დადასტურებულია, რომ ხარისხიანად მუშობს. პერსონალს გავლილი აქვს სათანადო სწავლება, ხოლო ჩვენი სერტიფიკატები მოწმობს, რომ "ავერსი-რაციონალი" მსოფლიო დონის საწარმოა. ის ყოველწლიურად გადის საკონტროლო შემოწმებას, სამ წელიწადში ერთხელ კი ხდება ხელახალი სერტიფიცირება, რომელსაც ორი წამყვანი გერმანული კომპანია აწარმოებს (TÜVSÜD და TÜV Cleancert). ამრიგად, ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან, ჯერ ერთი, გვაკისრია პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე, მეორეც, ეს სერტიფიკატები გვავალებს, მუდამ ფორმაში ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ “ავერსი-რაციონალმა” საერთაშორისო სერიფიკატები უმოკლეს დროში მოიპოვა. მას - ISO 9001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი 2006 წლიდან მიენიჭა, რომელიც მოწმობს, რომ კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მართვადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს;
2008 წლიდან კი   GMP EU და FDA GMP სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატის მფლობელი გახლავთ, რაც მოწმობს, რომ "ავერსი-რაციონალში" მიმდინარე ყველა პროცესი (წარმოება, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვ.) შეესაბამება ევროპული GMP-სა და ამერიკული FDA-ს სტანდარტების მოთხოვნებს.
“ავერსი რაციონალის” მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი მაღალი ხარისხისა და სადნოობის დამსახურება გახლავთ.
“ავერსი-რაციონალი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. 

გააზიარე: