ავერსული საღამო თბილისის ზღვის კლუბში
კორპორატიული წვეულებისთვის. არც არის გასაკვირი – ასეთ წვეულებებზე ხომ ისინი არასამუშაო გარემოში ხვდებიან ერთმანეთს, ერთობიან და ერთმანეთის წარმატებით ხარობენ.
საღამო ამჯერად განსხვავებულ გარემოში –თბილისის ზღვის კლუბში გაიმართა 24 იანვარს. ქალაქიდან მოშორებით, ზღვის სანაპიროზე, ვიტრაჟებიან დარბაზში, სასიამოვნო მუსიკის ფონზე სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო ამაღლდა.
საღამოს მსახიობები ეკა ამირეჯიბი და გიორგი ბახუტაშვილი უძღვებოდნენ, მერაბ სეფაშვილი, მარიამ ციმინტია, “თეატრალურის კვარტეტი” და “გამოუვალი მდგომარეობა” კი მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ.
კომპანიის თანამშრომლებს შობა და ახალი წელი პირველმა “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ მიულოცა:
– ბიზნესის თვალსაზრისით 2014 წელი საკმაოდ რთული იყო “ავერსისთვის”. არც დამდეგი იქნება ადვილი. ვისურებდი, ასეთი კონკურენციის პირობებში შევძლოთ სწორი, გონივრული ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი მომხმარებელიც კიდევ უფრო კმაყოფილი დარჩეს და ჩვენც მეტ წარმატებას მივაღწიოთ; შევძლოთ, სასიამოვნო და საამაყო შრომით გადავლახოთ ნებისმიერი სირთულე.
დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს იმ შრომისთვის, რაც “ავერსისთვის” გაუწევია მისი დაარსების დღიდან, იმისთვის, რასაც დღეს აკეთებთ და რასაც გააკეთებთ ხვალ. მადლობას ვუხდი ჩვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს – ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვაძლევენ სტიმულს, მეტი ვიშრომოთ და ბედნიერები ვიყოთ, რომ მათთვის რაღაცას ვაკეთებთ.
“ავერსის” უხუცესმა თანამშრომელმა, ბატონმა ნიკოლოზ კურტანიძემ, ტრადიციისამებრ, თბილი სიტყვებითა და საკუთარი ლექსით მიულოცა დამსწრეებს ახალი წელი და შესთავაზა, გამარჯვებულები ერთად გამოევლინათ.
თავდაპირველად სააფთიაქო ქსელ “ავერსი–გეოფარმის” ნომინაციები დასახელდა.
გამოავლინეს ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტები: III ადგილი მაია შარიფაშვილმა (აფთიაქი “გლდანულა”) დაიმსახურა, II – მარი ტატიაშვილმა (“კაკაბი”), I – ლია ბახიამ (“მედსერვისი”).
გულისხმიერი ფარმაცევტებისთვის განკუთვნილი პრიზები ასე განაწილდა: ნინო აბუთიძე (“ფიროსმანი”) – III ადგილი, ნინო მოდებაძე (‘ავჭალა”) – II ადგილი, დარეჯან ბეჟაშვილი (“მედისონი”) – I ადგილი.
ყველაზე პროფესიონალ ფარმაცევტებად (III, II, I ადგილები) აღიარეს ნანა ახალაია (“დიღომი”), ნინო გველესიანი (“მასივი”) და თამარ კაკუშაძე (“ლეონიძე”).
გამოცხადდა წლის საუკეთესო დებიუტებიც. ამ ნომინაციაში ფარმაცევტებიდან ლაშა-გიორგი რუხაძემ (“რესპუბლიკური”) გაიმარჯვა, ხოლო გამგეებიდან – ნინო ვერულაშვილმა (“ხომლელი”).
საუკეთესო გამგეებად (III, II, I ადგილები) დაასახელეს ნათია ღოღობერიძე (“უნო”), შორენა ნავროზაშვილი (“თემქა”) და მურთაზ ჭანტურია (“პარმაფარმი”).
ჯერი წლის საუკეთესო აფთიაქების დასახელებაზე მიდგა. III და II ადგილების მფლობელების – “ხმელნიცკისა” და “დუმბაძის” დაჯილდოების შემდეგ პირველადგილოსნის გამოვლენა “ავერსი-გეოფარმის” დირექტორმა გია ჩიგოგიძემ ითავა. მან აღნიშნა, რომ, თუმცაღა არსებობს ობიექტური კრიტერიუმები თითოეული აფთიაქის ყოველდღიური მუშაობის შესაფასებლად, საუკეთესოთა გამოვლენა მაინც რთულია. ეს სირთულე დაიძლია და წლის საუკეთესო აფთიაქის სახელი “გლდანმა” დაისაკუთრა.
საუკეთესო მთვლელად მაკა ჩაღიაშვილი აღიარეს, საუკეთესო რეგიონულლ წარმომადგენლად – მარიამ ყაველაშვილი, მერე კი მის “ავერსი-გეოფარმიც” – თინათინ მარგიანი (“ჭიაურელი”) დაასახელეს.
ნომინაციების შემდეგი ბლოკი “ავერსი-რაციონალის” გამარჯვებულებს დაეთმო. ყველაზე მეგობრულ თანამშრომლად ნათია გოშაძე მიიჩნიეს, ყველაზე კოლეგიალურად – გოგიტა ბეგიაშვილი, ყველაზე შრომისმოყვარედ – გურამ გაბინაშვილი, საუკეთესო პროფესიონალად – მზია ჭიღლაძე, წარმოების საუკეთესო თაანმშრომლად – მანანა კურტანიძე.
ლაბორატორიის საუკეთესო თანამშრომლად დაასახელეს ნატო თოდუა, რეგისტრაციის საუკეთესო თანამშრომლად – ინგა მეტრეველი. განყოფილებებიდან საუკეთესოს ტიტული შესაფუთმა განყოფილებამ მოიპოვა. ათწლედის თანამშრომელი – ხათუნა ლორია და წლის აღმოჩენა – დავით გუმბერიძე თავად “ავერსი-რაციონალის” გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ დააჯილდოვა.
დადგა ყველაზე ელეგანტური და ყველაზე მშვენიერი ქალბატონების გამოვლენის დროც. ყველაზე ელეგანტურად მარიამ ონანაშვილი აღიარეს, ხოლო მის “ავერსი-რაციონალის” ტიტული ანა ბასილაშვილმა დაიმსახურა.
მუსიკალური შესვენების შემდეგ რეგიონების თანამშრომელთა დაჯილდოება დაიწყო. წლის ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტის ნომინაციაში III და II ადგილები ელზა საბიაშვილსა (“გარდაბანი”) და ნონა ჩაჩანიძეს (“გორი” #3) ერგოთ, ხოლო I ადგილი – ფიქრია მათოშვილს (“ახალციხე” #2). ყველაზე პროფესიონალ ფარმაცევტებს შორის ადგილები ასე განაწილდა: ხათუნა ბერიშვილი (“ოზურგეთი” #4) – III, მარიკა ჭელიძე (“წყალტუბო”) – II და ნინო მირგატია (“ზუგდიდი” #3) – I.
აქვე გამოავლინეს ყველაზე ერთსულოვანი გუნდიც – გორის მე-2 აფთიაქი.
აფთიაქის გამგეებს შორის საუკეთესოები გახდნენ ეკატერინე სილაგაძე (“ქუთაისი” “#18) – III ადგილი, ვაჟა კოჩალიძე (“ბათუმი” #4) – II ადგილი და მაგდა დარახველიძე (“ქუთაისი” #7) – I ადგილი.
საუკეთესო აფთიაქებს შორის აღმოჩნდენენ თერჯოლა (III ადგილი) და ყვარელი (II ადგილი), ხოლო პირველი ადგილი და მთავარი პრიზი გორი #3-ს ხვდა წილად.
რეგიონებში საუკეთესო მესაჭედ მიიჩნიეს გელა ჩადუნელი გორიდან, ყველაზე მიზანსწრაფულ გუნდად კი ლაგოდეხის მე-2 აფთიაქის გუნდი.
ჯერი კომპანიის მთავარ ბურჯზე – “ავერსი-ფარმაზე” მიდგა. ნომინაციების დასახელებამდე რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ დამსწრეებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ “ავერსის” ერთგული თანამშრომლის პაატა ბიწაძის ხსოვნისათვის. მისდამი მიძღვნილმა ვიდეოკოლაჟმა ყველას ცრემლი მოჰგვარა.
მაგრამ ცხოვრება გრძელდება და გამარჯვებულების გამოვლენაც გაგრძელდა. “ავერსი-ფარმას” ნომინაციები ასე განაწილდა: საუკეთესო ოპერატორი – ვენერა ადეიშვილი; ყველაზე მოწესრიგებული – თამარ შონვაძე; ჯილდო “ავერსის” წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ქეთევან ლომია; საუკეთესო მესაჭე – ზაზა ტალახაძე; საუკეთესო შემნახველი – გრიგოლ ფორჩხიძე; ჯილდო ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვაში შეტანილი წვლილისათვის – ლევან ვარშანიძე; რეკლამის განყოფილების საუკეთესო თანამშრომელი – დავით კალანდაძე; საუკეთესო მეურნე – ზაურ დანელია; საუკეთესო “ადამიანური რესურსი” – პაატა კუბლაშვილი; საუკეთესო იურისტი – თამარ ყიფიანი; საუკეთესო აუდიტორი – ლევან ზარნაძე და საუკეთესო მთვლელი – თამარ ოსაძე.
არც მარკეტინგული სამსახურის თანამშრომლები დარჩენილან გულდაწყვეტილნი: საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ეკატერინე შამუგიამ გაიმარჯვა; რეგიონში წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლებად ბელა ჩადუნელი, თინათინ მეგრელაძე, ინგა ხოზრევანიძე, ნინო ხაზიური და ეკატერინე შამუგია აღიარეს; ყველაზე მეგობრულის ტიტული ტატიანა ლომთაძემ დაიმსახურა, ყელაზე ელეგანტურისა – მერი ლაბუჩიძემ, ყველაზე ენამახვილად დავით სიხარულიძე მიიჩნიეს, იდეების გენერატორად – ნინო ნებიერიძე, ყველაზე აზარტულად – თამილა ცერცვაძე.
საუკეთესო ორატორი ლელა შალიკაშვილი აღმოჩნდა, წლის საუკეთესო პროდაქტმენეჯერი – თეა კვირკველია, საუკეთესო პროფესიონალი – მაკა ღუჭაშვილი.
კომპანია “ავერსი” მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობით არ შემოიფარგლება, “ავერსი-რაციონალის” პრეპარატები სომხეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ერაყშიც დიდი წარმატებით სარგებლობს. კომპანიამ არც ამ მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები დაივიწყა. ექსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ქეთევან ჭიღლაშვილმა მიიღო, ხოლო საქართველოს საზღვრებს გარეთ საუკეთესო თანამშრომლების წოდება ყირგიზეთის წარმომადგენლებს: ულანბეკ კაკიბაევს, აიგულ აბდრახმანოვას, ბაყიტ დავლეტოვს და სამატ ბორუკეევს ერგოთ.
საქართველოში წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლები გახდნენ ეკატერინე მიქელაძე, მანანა სამუშია, ლია სვინტრაძე, ირინა მეზურნიშვილი და თამარ გელაშვილი.
მარკეტინგის წლის საუკეთესო ჯგუფად კი მე-2 ჯგუფი აღიარეს.
დაბოლოს, მის “ავერსი-ფარმაც” გამოავლინეს. ეს ტიტული შვენიერმა ნინო ბაბულაიძემ დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს კომპანია “ავერსმა” დაარსების მე-20 წლისთავი აღნიშნა. ალბათ ამიტომ იყო წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით ლამაზი და საინტერესო. ვუერთდებით ჩვენს დამფუძნებელს, ყველა კეთილისმსურველს და “ავერსის” მთელ კოლექტივს ჩვენც წარმატებულ და ბედნიერ წელს ვუსურვებთ.