შპს ავერსი - რაციონალი

მედიატური "ავერსი-რაციონალში"

მედიატური


19 თებერვალს სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალში" გაცნობითი ტური მოეწყო.
სტუმრებს საწარმოო პროცესისა და ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება მიეცათ. ჟურნალისტებს საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესზე, აღჭურვილობასა და სამუშაო პრიორიტეტებზე "ავერსი-რაციონალის" დამფუძნებლები პაატა და მალხაზ კურტანიძეები ესაუბრნენ.
ჟურნალისტები ორ გუნდად გაიყვნენ და თითოეული ჯგუფი დეტალურად გაეცნო საწარმოს მუშაობის პრინციპებს.
ბატონმა პაატამ ჟურნალისტებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მედიის მხარდაჭერა ბრენდის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
_ ჩვენი ამოცანაა ვაწარმოოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები და რაც შეიძლება დაბალ ფასად. ჯერ კიდევ ბევრ ექიმს არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება ევროპული დონის წარმოება არსებობდეს. შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ხალხს და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებს ადგილობრივი წარმოების მიმართ მეტი რწმენა ჰქონდეთ.
ბატონმა მალხაზმა კი აღნიშნა, რომ მედიატურის დანიშნულება და მიზანი მოსახლეობისთვის ობიექტური და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება გახლდათ:
_ მსგავსი ტურები ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სტუდენტებთანაც გვაქვს, თუმცა მოსახლეობამდე ინფორმაციას ყველაზე უკეთ ჟურნალისტები მიიტანენ ხოლმე, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მედიის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი წარმოება. ჩვენი წარმოება ხარისხზეა ორიენტირებული, "ავერსი-რაციონალში" დღეს 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. აქ ყოველწლიური სავალდებულო ტესტირებები და მუდმივი სწავლების პროცესია დანერგილი ამისთვის ხშირად უცხოელ სპეციალისტებსაც ვიწვევთ. "ავერსი-რაციონალს" აქვს მომხმარებელთა და ექიმების ინტერესებისა და კმაყოფილების კვლევის გუნდი, რადგან ჩვენი პრიორიტეტი სწორედ მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.
რაც შეეხება მედიკამენტების ფასის ზრდას, ეს ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია, ჩვენ ხომ ნედლეული საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ეს სხვაობა მაქსიმალურად ჩვენს მოგებაზე აისახოს და არა მომხმარებლის ჯიბეზე.
ბატონმა მალხაზმა მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეთანხმება ამ მოთხოვნებს, თუმცა თვლის, რომ ეს პროცედურები მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გამარტივებული უნდა იყოს, იმისათვის, რომ ავადმყოფს რეცეპტის აღებისა და მედიკამენტის შესაძენად უფრო კომფორტული გარემო შეექმნათ.
საწარმოს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს ხარისხის მართვის დირექტორმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნათელა ქარუხნიშვილმა საწარმოს ისტორიასა და ამოცანებზე, პრიორიტეტებსა და საკადრო პოლიტიკაზე ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია წარმოადგინა.
ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.
მედიატურის დასასრულ, ჟურნალისტებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:
მარი ჩიტაია გაზეთი "რეზონანსი"
_ დღევანდელი მედიატურით ჩვენთვის ერთი დიდი საწარმოს კარი გაიღო და შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა მისი შიდა სამზარეულო, გვენახა მედიკამენტის წარმოების მთელი პროცესი. ეს ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ, როგორც ჟურნალისტისთვის, რომელსაც ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება მევალებოდა და როგორც მომხმარებლისთვის, რადგან მედიკამენტების აქტიური მომხმარებელი ვარ. ამასთან უნდა გითხრათ, რომ ექიმების მხრიდან მუდმივად არის უნდო დამოკიდებულება ქართული მედიკამენტების მიმართ. კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალისთვისაც ხშირად ჩატარდება ასეთი ტურები, რომ მათ თავისი თვალით ნახონ, თუ რა უმაღლეს დონეზეა ჩვენს ქვეყანაში წამროება.
ლალი პაპასკირი პალიტრა მედია:
_ ¬უკვე მეორედ ვარ "ავერსი-რაციონალის" სტუმარი, მახსოვს ჩემი პრიველი შთაბეჭდილება _ გაოგებნებული ვათვალიერებდი საწარმოს. მუდმივად მესმოდა, რომ საქართველოში არაფრის წამროება არ ხდება, თუმცა ვნახე ეს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, შიდა ინფრასტრუქტურა, რა მაღალ დონეზეა დაცული ყველა სტანდარტი ჰაერის ვენტილაციიდან დაწყებული მედიკამენტების წამროებასა და ლაბორატიორიის მუშაობით დასრულებული და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განვითარებადი საქართველო მოწინავე ქვეყნებს ამ კუთხით არაფრით ჩამოუვარდება. მართალია, ერთი საწარმო ქვეყნის წინსვლისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მისაბაძია, კარგი მაგალითია. დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ეს წამროება მიღწეულს არასოდეს სჯერდება და მუდმივად განვითარებისა და წინსვლისთვის ისწრაფვის.
საწარმოს სტუმრობდა მწერალი რევაზ მიშველაძეც, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:
_ ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი დონის წარმოებაა. ხალხი ფიქრობს, ქართული ეტიკეტი რასაც აქვს, ხარისხიანი ვერ იქნებაო, მაგრამ დრევანდელმა დღემ დამარწმუნა, რომ თუ პროფესიონალურად, გააზრებულად, სიყვარულითა და ეროვნული სულისკვეთებით მოჰკიდებ საქმეს ხელს, აუცილებლად მიაღწევ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ "ავერსი-რაციონალის" ნაწამი მსოფლიოს ბაზარზე მალე დაიმკვიდრებს თავს და კონკურენციას გაუწევს ბევრ ევროპულ მაღალი დონის საწარმოს.
საწარმოში ვიზიტი ტრადიციული ფურშეტით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის მაისში “ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას პირველი მედიკამენტი შესთავაზა. ამჟამად ”ავერსი-რაციონალი” დაახლოებით 140 დასახელება მედიკამენტის 240-მდე პოზიციას აწარმოებს.
2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.
2006 წლის დეკემბერში “ავერსი-რაციონალმა” მიიღო "ISO 9001" სერთიფიკატი, 2008 წლის ნოემბერში ორწლიანი აქტიური მუშაობის და შესაბამისი აუდიტების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მოიპოვა GMP EU-ს შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც, რომელიც მიუთითებს, რომ წარმოება სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს წამლის წარმოებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით.
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.

გააზიარე: