შპს ავერსი - რაციონალი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელმა სტუდენტებმა "ავერსი-რაციონალი" დაათვალიერეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელმა სტუდენტებმა

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის მე-4 კურსის  ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებმა "ავერსი-რაციონალის" უკეთ გაცნობისა და საწარმოს დათვალიერების სურვილი გამოთქვეს.

12 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი სასწავლო  პრაქტიკას კომპანია "ავერსის" ბაზაზე გადის, გარდა ამისა, "ავერსი-რაციონალის" მიმართ მათი ინტერესი იმითაც  აიხსნება, რომ  ფარმაციის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტები ერაყის მოქალაქეები არიან; ეს ქვეყანა კი ქართული საწარმოს  პროდუქციის ერთ-ერთ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.  შესაბამისად, სტუდენტებისთვის "ავერსი-რაციონალის" ახლოს გაცნობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, არა მხოლოდ პროფესიული ინტერესის გამო.

ჯგუფი საწარმოს 3 აპრილს ეწვია, გაეცნო მის მიღწევებსა და ისტორიას. სტუდენტებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და საწარმოო ზონა, ადმინისტრაციული კორპუსი და საწყობები... 

 _  დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში განათლებამიღებული ფარმაცევტები თავიანთ სამშობლოში პროფესიული საქმიანობისას, " ავერსი-რაციონალის" პროდუქციისადმი ამ ვიზიტით განმტკიცებულ ნდობის ფაქტორს აუცილებლად გაითვალისწინებენ _ აღნიშნა "ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ.

 

ვიზიტორებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

მაჰმუდ ასო ლუკმან მაჰმუდი ჩვენს თხოვნას სიამოვნებით გამოეხმაურა:

_ მომავალი ფარმაცევტი ვარ და პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე არაერთი საწარმო მაქვს ნანახი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ "ავერსი-რაციონალმა" განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

ყველა განყოფილებას დეტალურად გავეცანით. მაღალი ტექნოლოგიები და, განსაკუთრებით, ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სანდოობისა და მაღალი ხარისხის  ნამდვილ გარანტად შეიძლება ჩაითვალოს.

ის მიღწევები და საერთაშორისო აღიარება, რასაც საწარმოს სერტიფიკატები ცხადყოფს, მაღალი  ხარისხის უტყუარი საბუთია.

"ავერსი-რაციონალი" უდავოდ მაღალი დონის საწარმოა, რომლის პროდუქცია ნდობას ნამდვილად იმსახურებს.

გააზიარე: