შპს ავერსი - რაციონალი

"ავერსი-რაციონალს" ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

მომხმარებლის ინტერესი "ავერსის" წარმოების მიმართ სულ უფრო იზრდება – "ავერსი-რაციონალს" ხშირად სტუმრობენ სკოლებისა და ინსტიტუტების, ასევე კერძო ორგანიზაციების, შოუ-ბიზნესისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ექსკურსიებზე ვიზიტორებს საწარმოს ისტორიას, წარმატებებსა და მიღწევებს დეტალურად აცნობენ. მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ ლაბორატორია და საწარმოო ზონები.

23 მაისს ფარმაცევტულ საწარმოს - "ავერსი-რაციონალს" ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტები და ლექტორები ეწვივნენ. ექსკურსიაზე  28 ვიზიტორი იყო.  

სტუმრებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:

უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მარკეტოლოგი ნარგიზა ქარქაშაძე:

– "ავერსი-რაციონალში" არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყეს. აღფრთოვანებულები ვართ.  ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია, მარკეტინგისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტის სტუდენტებს ეროვნული წარმოების მექანიზმები დეტალურად გავაცნოთ. "ავერსი-რაციონალში" ვიზიტი სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე დაიგეგმა.  თანამედროვე აპარატურა, მოწესრიგებული მენეჯმენტი და კვალიფიციური კადრები, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა და უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოს პრიორიტეტია. ის ყველა მოლოდინს აჭარბებს.  მადლობა მინდა ვუთხრა საწარმოს თითოეულ თანამშრომელს გულთბილი მასპინძლობისთვის  და კეთილგანწყობისთვის".

ლიკა რობაქიძე ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

– "განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა უზადო სისუფთავემ და მაღალმა ტექნოლოგიებმა. საწარმო მართლაც ყველა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. ეს ყველაფერი კი ხარისხის გარანტია".

"ავერსი-რაციონალის" მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის  ფარმაცევტულ ბაზარზე.

გააზიარე: