ავერსი - რაციონალი

კარდირატი 12.5მგ #30ტ

კარდირატი 12.5მგ #30ტ

კარდირატი 12.5მგ
(Cardirat 12.5mg)


ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
  კარვედილოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი მოვარდისფრო-ყავისფერი (კარდირატი 6.25), მოიისფრო-ვარდისფერი (კარდირატი 12.5) და თეთრი ფერის (კარდირატი 25), მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით (კარდირატი 25).
შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
კარვედილოლს – 6.25 მგ, 12.5 მგ ან 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (კარდირატი 6.25 და 25), სიმინდის სახამებელი, საღებავი.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 6.25 მგ, 12.5 ან 25მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბეტა- და ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი. C07 AG02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარდირატს გააჩნია კომბინირებული არასელექტიური ბეტა- და ალფა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი, აგრეთვე ანტიოქსიდანტური მოქმედება. მისი სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი განპირობებულია ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით, რის შედეგად პრეპარატი ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადით იგი აქვეითებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის და პლაზმის რენინის აქტივობას ორგანიზმში სითხის შეკავების გარეშე.
კარდირატს არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა და პროპრანოლოლის მსგავსად ახასიათებს მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები.
კარდირატი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
პრეპარატის ბეტა- და ალფა-მაბლოკირებელი თვისებების კომბინაცია განაპირობებს მის შემდეგ მოქმედებას:
არტერიული ჰიპერტენზიი