ავერსი - რაციონალი

სინოგალი - ავერსი 1.5გ #1ფლ

სინოგალი - ავერსი 1.5გ #1ფლ
 სინოგალი
(SINOGAL)



ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამპიცილინი, სულბაქტამი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი;
შემადგენლობა:           
1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ამპიცილინს, 0.5 გ ამპიცილინის ეკვივალენტურს და ნატრიუმის სულბაქტამს, 0.25 გ სულბაქტამის ეკვივალენტურს (სინოგალი 0.75 გ) ან ნატრიუმის ამპიცილინს,
1.0 გ ამპიცილინის ეკვივალენტურს და ნატრიუმის სულბაქტამს, 0.5 გ სულბაქტამის ეკვივალენტურს (სინოგალი 1.5 გ). 

გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.    

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პენიცილინები ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ათქ-კოდი:

J01CR01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სინოგალი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი. პრეპარატის ბაქტერიციდული კომპონენტი ამპიცილინია (ამინოპენიცილინი), რომელიც ბენზილპენიცილინის მსგავსად მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე მათი აქტიური გამრავლების ფაზაში უჯრედული გარსის მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის დათრგუნვის გზით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ბეტა- ლაქტამაზას მოქმედების მიმართ და ადვილად იშლება. იგი მდგრადია მჟავას ზემოქმედების მიმართ.
სულბაქტამი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების უმრავლესობას, რომლებიც პროდუცირდებიან პენიცილინრეზისტენტული მიკროორგანიზმების მიერ, და ავლენს ანტიმიკრობულ აქტივობას შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Nეისსერიაცეაე, Aცინეტობაცტერ ცალცოაცეტიცუს, Bაცტეროიდეს სპპ., Bრანჰამელლა ცატარრჰალის და Pსეუდომონას ცეპაცია. პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან ერთად სულბაქტამი სინერგიულად მოქმედებს და ხელს უშლის მათ დაშლას მიკროორგანიზმების მიერ.
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაცია აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ შტაპჰყლოცოცცუს აურეუს და  ეპიდერმიდის ჩათვლით (მათ შორის პენიცილინრეზისტენტული და ზოგიერთი მეტიცილინრეზისტენტული შტამები); შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე, შტრეპტოცოცცუს ფაეცალის და სხვა სტრეპტოკოკები; Hაემოპჰილუს ინფლუენზაე და პარაინფლუენზაე (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები); Bრანჰამელლა ცატარჰალლის; ანაერობები, მათ შორის Bაცტეროიდეს ფრაგილის და სხვა მსგავსი სახეობები; Eსცჰერიცჰია ცოლი, Kლებსიელლა სპპ., Pროტეუს სპპ. (ინდოლდადებითები და ინდოლუარყოფითები); Eნტერობაცტერ სპპ., Mორგანელლა მორგანიი, ჩიტრობაცტერ სპპ., Nეისსერია მენინგიტიდის და Nეისსერია გონორრჰოეაე. 

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის კუნთში და ვენაში შეყვანის შემდეგ სისხლში აღინიშნება ამპიცილინის და სულბაქტამის მაღალი კონცენტრაციები. სინოგალი (ორივე კომპონენტი) კარგად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში, გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნაკლებად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, თუმცა შეღწევა უმჯობესდება მენინგეალური გარსების ანთების დროს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი T1/2 (როგორც ამპიცილინისა, ასევე სულბაქტამისათვის) შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით უცვლელი სახით (70-80%). მცირე რაოდენობა გამოიყოფა ნაღველით. მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა პრეპარატის მხოლოდ 25%.

ჩვენება:
სინოგალი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
-    სასუნთქი სისტემის ინფექციები (მათ შორის ბაქტერიული პნევმონია, ბრონქიტი);
-    LOR-ორგანოების ინფექციები (მათ შორის ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
-    უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი);
-    სანაღვლე გზების ინფექციები (მათ შორის ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
-    კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი ინფიცირებით გამოწვეული დერმატიტები);
-    ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
-    ბაქტერიული სეპტიცემია;
-    სეფსისი;
-    პერიტონიტი;
-    გონოკოკური ინფექცია;
-    მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდის ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისა და საკეისრო კვეთის დროს სეფსისის განვითარების თავიდან ასაცილებლად).

მიღების წესი და დოზირება:
სინოგალი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში.
გამოყენების წინ პრეპარატს აზავებენ სტერილური საინექციო წყლით ან სხვა შეთა