ავერსი - რაციონალი

სპერექსი 500მგ #10კაფს

სპერექსი 500მგ #10კაფს

სპერექსი
500 მგ №10 კაფსულა
(SPEREX)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეფაკლორი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

კაფსულები (250 მგ): გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი კორპუსითა და ლურჯი თავსახურით, შევსებული თეთრიდან მოყვითალომდე ფერის ფხვნილით;
კაფსულები (500 მგ): გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები წითელი ფერის  კორპუსითა და თავსახურით, შევსებული თეთრიდან მოყვითალომდე ფერის ფხვნილით;
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის: მოთეთროდან მოვარდისფრომდე გრანულირებული ფხვნილი. წყალში გახსნის შემდეგ მიიღება წითელი ფერის სუსპენზია;

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ცეფაკლორის მონოჰიდრატს, 250 მგ ან 500 მგ ცეფაკლორის ანჰიდრიდის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები (250 მგ): კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჟელატინი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Brilliant Blue (E 133).
დამხმარე ნივთიერებები (500 მგ): კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი. 
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჟელატინი, საღებავები:  Carmoisine (E 122),   ტიტანის დიოქსიდი (E 171), Ponceau 4R  (E 124).
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:
ცეფაკლორის მონოჰიდრატს, 125 მგ ცეფაკლორის ანჰიდრიდის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საქაროზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ქარვის მჟავა, საღებავი Ponceau  4R (E 124), ჟოლოს არომატიზატორი.


გამოშვების ფორმა:
კაფსულები, 250 მგ ან 500 მგ.
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის, 125 მგ/5 მლ.

<