გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

„ავერსმა“ 2017 წელი შეაჯამა

განვლილი წლის ხალისიან გარემოში შეფასება, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა და დაჯილდოება „ავერსის“ ტრადიციად იქცა. გრანდიოზულ კორპორაციულ წვეულებაზე ავერსელები უკვე მეთხუთმეტედ შეიკრიბნენ. ღონისძიება 13 იანვარს, „ჰილსაიდ ივენთ ჰოლში“ გაიმართა.

კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ყველას მიულოცა 2018 წლის დადგომა და იმედი გამოთქვა, რომ დამდეგი წელი წინამორბედზე კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოიტანს:

- ოცდამეოთხე წელია, „ავერსი“ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. ფარმაცევტებსა და ექიმებთან ერთად ჩვენი გუნდი ბევრი სხვა პროფესიის ხალხსაც აერთიანებს, მაგრამ ყველა ერთ მიზანს ვემსახურებით - ჯანმრთელობას; იმას, რომ ადამიანი ავად არ გახდეს ან, თუ გახდა, მალევე დაიბრუნოს ჯანმრთელობა და შრომის უნარი.

„ავერსში“ სხვადასხვა დარგის ცხრა ათასზე მეტი სპეციალისტია. გვყავს უცხოელი პარტნიორი კომპანიები, რომლებშიც ასი, ორასი ათასი ადამიანია დასაქმებული. ძალიან მინდა, ჩვენს კომპანიასაც ჰქონდეს ამის საშუალება, რადგან ყველაზე დიდ ქველმოქმედებად ის მიმაჩნია, როცა ადამიანს საშუალებას აძლევ, განვითარდეს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს, იშრომოს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მთელი ქვეყნის სასარგებლოდ.

 

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სერტიფიკატებით და პრიზებით: კოსმეტიკური ნაკრებით, ფულადი პრემიით, საზღვარგარეთ მოგზაურობით, - დააჯილდოეს.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის წლის ყველაზე მოღიმარ ფარმაცევტებად დაასახელეს ელენა ვასაძე აფთიაქ „ვაზისუბნიდან“, ვიქტორია კულაკოვი „ხმელნიცკიდან“ და მანანა ტუზურიძე „მასივიდან“ (I, II, III ადგილები).

ყველაზე გულისხმიერები აღმოჩნდნენ: ელისო გაბედავა „ორიგონიდან“, თამარ ჩახვაძე „ნახალოვკიდან“ და მარიეტა გოსტამაშვილი „ქართველიშვილიდან“.

წლის პროფესიონალების სტატუსი ერგოთ ნანა არევაძეს „გლდანიდან“, მაია სარალიძეს „გრემიდან“ და მედეა ლომოურს „ნავთლუღიდან“.

საუკეთესო დებიუტანტი ფარმაცევტი აღმოჩნდა თამარ ჭუჭულაშვილი „ორთაჭალიდან“, ხოლო დებიუტანტ გამგეებსშორისყველას „აღმაშენებლის“ გამგემ ზურაბ ზალიკიანმა აჯობა.

საუკეთესო გამგეებადდაასახელეს ლედი ჩიქოვანი „კუტუზოვიდან“, ლალი წამალაშვილი „ვერიდან“ და ნინო ჯოჯუა „რკინიგზიდან“.

წლის საუკეთესო აფთიაქებად დასახელდა ბაჩო“, თრიალეთი და ზედაზენი“.

სააფთიაქო ქსელის უფროსი მენჯერებიდან დაჯილდოვდა მაია დოლიძე, პარაფარმაციის კონსულტანტებიდან - „ავლაბრის“ თანამშრომელი ნათია მანუკოვი, ხოლო ბუღალტერიიდან - მანანა გიორგობიანი.

გამარჯვებულთა უმრავლესობა სააფთიაქო ქსელის გენერალურმა დირექტორმა გია ჩიგოგიძემ დაასახელა, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მედეა ტუღუშმა, კი მისა ვერსის აფთიაქი 2017-ის ვინაობა გამოაცხადა. ეს მშვენიერი გოგონა აფთიაქ „ყაზბეგის“ თანამშრომელი ლიკა პეტრიაშვილი აღმოჩნდა.

ფარმაცევტული საწარმო „ავერსი-რაციონალის“ ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოცხადება ყველაზე მეგობრულით დაიწყო. ეს სტატუსი ნიკა თოდუა, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის თანამშრომელს ერგო. ყველაზე კოლეგიალურად მიიჩნიეს ეკატერინე ჩხიკვაძე ამავე განყოფილებიდან, ყველაზე შრომისმოყვარედ - ნანული გიორგაძე შესაფუთი განყოფილებიდან, წლის პროფესიონალად - ეკატერინე თარაშვილი პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებიდან, წარმოების საუკეთესო თანამშრომლად - ნინო გოშაძე შესაფუთი განყოფილებიდან, ლაბორატორიის საუკეთესო თანამშრომელი კი ნინო თუთბერიძე აღმოჩნდა.

„ავერსი-რაციონალის“ საუკეთესო განყოფილებად მომარაგების განყოფილება დასახელდა, ხოლო ათწლედის თანამშრომლის სტატუსი წილად ხვდა ალექსანდრე ნინიკაშვილს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურიდან.

ყველაზე ელეგანტურად მიიჩნიეს თამარ ნოზაძე ფარმაკოზედამხედველობის განყოფილებიდან, ხოლო 2017 წლის „მის ავერსი-რაციონალის“ ტიტულის მფლობელი გახდა შესაფუთი განყოფილების თანამშრომელი მედეა ჭაბუკიანი.

საქართველოს სხვა რეგიონების აფთიაქებიდან გამარჯვებულები რეგიონების სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ გამოაცხადა:

წლის ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტები აღმოჩდნენ ნინო კვიცაძე „რუსთავი 3-დან“ და ხათუნა გვარამაძე „ახალქალაქი 3-დან“, წლის პროფესიონალები - ნინო ნაზარაშვილი „გორი 4-დან“ და ფიქრიამ ათოშვილი „ახალციხე 2-დან“.

ყველაზე ერთსულოვან გუნდად ყვარლის აფთიაქი დასახელდა, ყველაზე მიზანსწრაფულად - მარნეული-2“. საუკეთესო გამგე აღმოჩნდა ნინოხურცილავა „მარნეული 3 - დან“, ხოლო საუკეთესო აფთიაქების სტატუსი მარნეული 1-მა“, ხაშურმა და გორი 5-მა მოიპოვეს.

პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტად „რუსთავი 6-ის“ თანამშრომელი ნატო კინწურაშვილი დასახელდა, „ავერსის“ წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი კომპანიის დამფუძნებელმა „გორი 2-ის“ თანამშრომელი მაია თომაშვილი დააჯილდოვა.

„ავერსი-ფარმას“ ნომინაციები „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ გამოაცხადა. დაჯილდოება ოპერატორთა ჯგუფის საუკეთესო თანამშრომლის დასახელებით დაიწყო. ეს ნატალი სურგულაძე აღმოჩნდა. ყველაზე მოწესრიგებული ავერსელის სტატუსი ნინო კეშელავა დაიმსახურა, ყველაზე პუნქტუალურისა - ვახტანგ ილურიძე. საწყობის თანამშრომელთაგან დაჯილდოვდა გიორგი ჯიმშიტაშვილი. საუკეთესო მესაჭედ კი ზაზა ხაჩიაშვილი მიიჩნიეს.

სხვადასხვა განყოფილებიდან წლის საუკეთესო თანამშრომლებად დასახელდნენ: ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან - გიორგი ლურსმანაშვილი, რეკლამის განყოფილებიდან - ნუნუკა შარვაშიძე, ჟურნალ „ავერსიდან“ - ირაკლი კარტოზია, იურიდიული სამსახურიდან - პავლე თავხელიძე, შიდა აუდიტის სამსახურიდან - ნინო ღარიბაშვილი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან - ნინო შუბითიძე.

„ავერსი-ფარმას“ საუკეთესო განყოფილებად ლოჯისტიკის განყოფილება აღიარეს.

დასასრულ, კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესო ჩუბინიძემ განყოფილების თანამშრომელთაგან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოაცხადა.

საუკეთესო დებიუტანტი აღმოჩნდა მარი ტატიაშვილი, ყველაზე კომუნიკაბელური - ირინე ფხალაძე, ყველაზე მეგობრული - ვასილ ბექაური.

წლის საუკეთესო სემინარის ავტორობისთვის დაჯილდოვდა გიორგიიობიძე, იდეების გენერატორის სტატუსი მოიპოვა თეონა ბუსხრიკიძემ, ყველაზე აკადემიური აღმოჩნდა თამარ პაპულაშვილი, ყველაზე ელეგანტური - ეკატერინე ლურსმანაშვილი, ყველაზე მშრომელი - შორენა აბესაძე, ყველაზე მიზანსწრაფული - ირმა ირემაძე, წლის საუკეთესო პროდაქტმენეჯერი - სოფიო ადანაია, ყველაზე პროფესიონალი - მანანა სამუშია.

რეგიონში წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლებად დასახელდნენ ინგა ხოზრევანიძეეკატერინა შამუგია და მანანა დარჩიახოლო თბილისში - ელენე გოცაძეთემურ ჯაოშვილიშორენა აბესაძევასილ ბექაურიდათო სიხარულიძე.

წლის საუკეთესო მარკეტინგული ჯგუფი აღმოჩნდა მეხუთე ჯგუფი მარეხ ბარჯაძის ხელმძღვანელობით.

წვეულების ოფიციალური ნაწილი „მის ავერსი 2017-ის“ დასახელებით დასრულდა. ეს მისია კომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ჭარხალაშვილმა იტვირთა. წელს „მის ავერსის“ გვირგვინი აუდიტორული სამსახურის თანამშრომელს ანა ალექსიშვილს ერგო.

ღონისძიებას მსახიობები ანი ჩირაძე და ილო ბეროშვილი უძღვებოდნენ. აჩიკო ნიჟარაძის, „ქუჩის ბიჭების“, ნინი ბადურაშვილის, ანრი ჯოხაძისა და „გუფი ლენდის“ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა წვეულებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

ზემოთ