შპს ავერსი - რაციონალი

"ავერსი-რაციონალს" სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

"ავერსს" ფეისბუქ-გვერდის საშუალებით №210 საჯარო სკოლის პედაგოგი დაუკავშირდა და თავის აღსაზრდელებთან ერთად "ავერსი-რაციონალში" სტუმრობის სურვილი გამოთქვა. მეოთხე კლასის მოსწავლეები მართლაც ეწვივნენ "ავერსის" საწარმოს, ექსკურსიაზე დეტალურად გაიცნეს წარმოების პროცესი, დაათვალიერეს საწყობები, ლაბორატორია და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.
ექსკურსიის შესახებ მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელს ნინო ნებიერიძეს ვესაუბრეთ:
- ინტერნეტის საშუალებით პედაგოგი თეა ჟიჟილაშვილი შეგვეხმიანა და სურვილი გამოთქვა, რომ მისი მოსწავლეები ქართულ ფარმაცევტულ წარმოებას გაცნობოდნენ. სამედიცინო სფეროს მუშაკებს ჩვენ პერიოდულად ვაცნობთ საწარმოს მუშაობას და სურვილი გვქონდა გასაცნობი სელებრითები კორპორატიული და ფართო მასებისთვისაც მოგვეწყო. ამიტომ ქალბატონი თეას წინადადებაზე უარი არ ვთქვით.
- რამდენად კმაყოფილი დარჩნენ ბავშვები ნანახით, რამდენად საინტერესო იყო მათთვის ეს ექსკურსია?
- ექსკურსიაზე თავად საწარმოს თანამშრომლებმა, კერძოდ, მიკრობიოლოგიის განყოფილებამ მცირე სიურპრიზი დაგვახვედრა: მიკრობების უკეთ გასაცნობად, მათ მიერ მოხატულ სინჯარებში ბავშვებს კულტივირებული მიკრობები დაათვალიერებინეს. საკმაოდ კრეატიულად გამოიყურებოდა ყურძნის ფორმებად ნაშენი სტაფილოკოკი, ეფლის სიმბოლოზე გაზრდილი მიკრობი და ა.შ. რა თქმა უნდა, ბავშვებს მოეწონათ ულტრათანამედროვე აპარატურა და წარმოების პროცესიც. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დღევანდელმა ექსკურსიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საზოგადოების უნდობლობა ქართული წარმოების მიმართ მხოლოდ სატელევიზიო რეკლამით არ გამოსწორდება და ასეთი ტიპის ყოველი ღონისძიება საკმაოდ ეფექტური და მიზანმიმართული იქნება.
ვესაუბრეთ ასევე თბილისი №210 საჯარო სკოლის პედაგოგს თეა ჟიჟილაშვილს:
- "სკოლებში ქართული წარმოების გაცნობის ტრადიცია დაინერგა, უკვე მასიურად ეწყობა "ბარამბოს" და მინის ქარხანაში ექსკურსიები და ვთვლი, რომ ბავშვები ფარმაცევტული სფეროს მიღწევებსაც უნდა ეცნობოდნენ.
სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ასეთი მაღალი დონის წარმოება, რომლის დათვალიერების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ნდობითა და სიმპათიით განვეწყე ეროვნული წარმოების მიმართ. "ავერსი-რაციონალი" მართლაც შესანიშნავი, ულტრათანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მსოფლიო დონის საწარმოა, რომლის მასშტაბმა ჩემზეც და ჩემს პატარა მოწაფეებზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. კეთილგანწყობილი პერსონალი და არაჩვეულებრივი გარემო პატარებს დიდხანს ემახსოვრებათ".
შეგახსენებთ, რომ "ავერსი-რაციონალი" მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...
2005 წლის მაისში "ავერსი-რაციონალმა" მოსახლეობას პირველი მედიკამენტი შესთავაზა.
2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.
“ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems-Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union).  
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.

გააზიარე: