გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

ავერსი-რაციონალმა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა

27 ოქტომბერს "ავერსი-რაციონალს" ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები - მსახიობები, მომღერლები ეწვივნენ და წარმოება დაათვალიერეს. მათ მასპინძლობა და გიდობა საწარმოს გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ გაუწია. სტუმრებმა მოინახულეს საწარმოო ზონა და ლაბორატორია, მოისმინეს ინფორმაცია მომწოდებელი და პარტნიორი კომპანიების შესახებაც და ქართული ფარმაცევტული წარმოების მიღწევებსაც გაეცნენ.
ექსკურსიის შემდეგ სტუმრებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:
გივი ბერიკაშვილი: ქართველებმა ყველაფერი მხოლოდ ხარისხიანი და კარგი უნდა დავამზადოთ, მითუფრო, როცა საქმე წამლებს ეხება. ეს ხომ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი პროდუქტია. ნანახმა განმაცვიფრა... მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში მართლაც ხარისხიან წარმოებას ვხედავ. ღმერთმა მოუმართოს ხელი ამ კეთილი საქმის საფუძვლის ჩამყრელებს. ხშირად ქართულ პროდუქტს ნაკლებად სანდოდ მიიჩნევენ ხოლმე, მაგრამ ვინც აქ მოვა, დაათვალიერებს საწარმოს და საკუთარი თვალით ნახავს, რა დონის წარმოება გვაქვს, თამამად გადაყლაპავს აბს და თავს ამაყადაც იგრძნობს, რომ ქართველია... 
ნუკრი კაპანაძე მომღერალი: 
ტექნოლოგიურად ყველაფერი მაღალ დონეზეა. როცა საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზეა საუბარი, ხშირად მესმის, უცხოური სჯობსო, მინდა დადგეს ის დრო, როცა იმპორტულ პროდუქტს მთლიანად ეროვნული ჩაანაცვლებს და ამასთან მხოლოდ ხარისხიანი და სანდო, ისეთი, როგორიც ავერსის მედიკამენტებია... 
გიორგი ნაზარიშვილი მსახიობი: ბედნიერება მხვდა წილად, რომ საკუთარი თვალით მენახა, საქართველოში როგორ იწარმოება პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ფარმაცევტული წარმოების დეტალებში არ ვერკვევი, მაგრამ იგრძნობა, რომ საერთაშორისო სტანდარტები უმაღლეს დონეზეა დაცული - იქნება ეს წარმოება თუ ხარისხის კონტროლი. აქ ყველაფერი სანდო და ხარისხიანია.
ზაზა ალექსიძე ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიალის "სოფლის მაშენებელნი"-ს ორგანიზატორი: 
სოფლის მაშენებლის ნომინანტად ავერსი წელს მეცხრედ წარვადგინეთ. საქმისადმი საკმაოდ არაქართული დამოკიდებულებით გამოირჩევა კურტანიძეების ოჯახი... პრაგმატულები და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეულნი არიან. ამასთან ამ ოჯახის თითოეული წევრი ნამდვილი მეცენატია. მათი ეს დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმიანობაშიც აისახება. 
ავერსის შესატყვისი ქართული სიტყვა "ალჩუა", ანუ მონეტის ის მხარე, რომელზედაც ნომინალია აღნიშნული, მინდა ამ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს, კოჭი სულ ალჩუზე უჯდებოდეს.
გოგა ჩანადირი ფოტოხელოვანი: ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მომეწონა სისუფთავისადმი მიდრეკილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფარმაცევტული წარმოებისათვის. მომეწონა თანამშრომლების სკურპულოზური დამოკიდებულება სამუშაოსადმი და ზოგადად ავერსს ვქომაგობ, რადგან აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ვიცი, რომ ბევრ სოციალურ პროექტს აფინანსებს, გამორჩეულად მომწონს მრავალშვილიანთა და მთის მოსახლეობის დახმარების პროგრამა... ჩატარდა აქციები ხევსურეთში, თიანეთში, თუშეთში, ჯუთაში - ექიმები წამოიყვანეს, გასინჯეს მოსახლეობა და მათ წამლები დაურიგეს... როცა ასეთ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ვხედავ, ვარ მისი ერთგული მომხმარებელი. 
ნოდიკო ტატიშვილი მომღერალი: ამ კომპანიასთან უკვე 7 წლის მეგობრობა მაკავშირებს. ავერსთან ურთიერთობით ვარ სულ კმაყოფილი, როცა ხედავ პროფესიონალებს, როცა ვიცი, რომ საქმეს პროფესიონალები აკეთებენ, თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ. ბავშვობიდან ექიმობა მინდოდა, წამლებს ვიპარავდი, ვშლიდი, ოპერაციებს ვაკეთებდი... მიხარია, რომ საშუალება მომეცა საკუთარი თვალით მენახა ყოველივე ის, რაც ბავშვობაშიც კი ძალიან მაინტერესებდა. ავერსს ვუსურვებ, სულ ასეთ მაგარ ფორმაში იყოს. მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატივისცემა ამ კომპანიის მიმართ.
ავერსი-რაციონალში ვიზიტორების შესახებ ვესაუბრეთ "ავერსი-რაციონალის" გენერალურ დირექტორს მალხაზ კურტანიძეს:
- გვესტუმრნენ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები. სასიამოვნოა, რომ მათი მოლოდინი გავამართლეთ და შეიძლება ითქვას გადავაჭარბეთ კიდეც. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში არსებობს ხარისხიანი წარმოება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვუსურვებ, რომ არ დაჭირდეთ წამლები, მაგრამ თუ დასჭირდებათ იმედი ჰქონდეთ, რომ ქართული წამალი იქნება ეფექტური და ხარისხიანი.
შეგახსენებთ, რომ “ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems- Requirements) და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union). ხარისხის მართვის ამ სისტემის შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან ერთად - ,,TŰV SŰD” წარმოებდა. 
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება. 
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ზემოთ