შპს ავერსი - რაციონალი

"ავერსი-რაციონალს" მწვანე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ

14 მარტს ფარმაცევტულ საწარმოს - "ავერსი-რაციონალს" თბილისის მწვანე სკოლის პედაგოგები და უფროსკლასელები სტუმრობდნენ.

22 ვიზიტორს საწარმოს ისტორია, მისი მიღწევები და წარმატებები დეტალურად გააცნეს, სტუმრებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და საწარმოო ზონები.

ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:

თამარ ვერულაშვილი - პედაგოგი, ფრანგული ენის სპეციალისტი:

- "ვფიქრობ, "ავერსი" არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისთვის ნდობისა და მზრუნველობის, სტაბილურობისა და ქველმოქმედების სინონიმია. და მაინც, არ მოველოდი, რომ "ავერსი-რაციონალში" სტუმრობის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდებოდი შინ. ყველაფერმა გამაოცა – ტექნოლოგიებმა, სისუფთავის ხარისხმა, ლაბორატორიის მიღწევებმა... პერსონალი საწარმო ზონაში შესვლამდე შხაპს იღებს და სამედიცინო შემოწმებას გადის – ეს ყველაფერი მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებსა და ხარისხზე მიუთითებს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი, თანამშრომლების მაღალმა პასუხისმგებლობის გრძნობამ და პროფესიონალიზმმა მოახდინა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საწარმოს თითოეულ თანამშრომელს გულთბილი მასპინძლობისთვის, ყურადღებისთვის, შესანიშნავი ფურშეტისთვის და კეთილგანწყობისთვის".

ნინი მუმლაძე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლე:

- "საინტერესო ექსკურსია გამოგვივიდა... დედა - მაკა თუთბერიძე ავერსელია, სამედიცინო წარმომადგენელი გახლავთ და ყოველთვის მაინტერესებდა "ავერსი-რაციონალის" დათვალიერება. ჩვენმა სკოლამ ექსკურსია რომ დაგეგმა, ძალიან გამიხარდა. საოცარი შთაბეჭდილებებით დავიტვირთეთ. განსაკუთრებით ლაბორატორია და ქრომატოგრაფები მომეწონა. ვიცოდით, რომ "ავერსი-რაციონალი" მოწინავე საწარმო იყო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა მაინც გაგვაოცა.

ყველას ძალიან მოგვეწონა წამლების შეფუთვის პროცესიც. საწარმოს დათვალიერების შემდეგ ჩემს რამდენიმე თანატოლს ფარმაცევტობის სურვილი გაუჩნდა. დარწმუნდნენ, რომ ამ სფეროში ჩვენს ქვეყანას და ახალგაზრდებს მართლაც დიდი პერსპექტივა აქვთ".

"ავერსი-რაციონალის" მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი მაღალი ხარისხისა და სადნოობის დამსახურება გახლავთ.

 

 

გააზიარე: