ავერსი - რაციონალი

სიახლეები

ძვირფასო მომხმარებლებო!

გაცნობებთ, რომ “ავერსი-რაციონალი” მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში, , CPhI Worldwide, ICSE, InnoPack & P-MEC, რომელიც ტარდება ბარსელონაში 4-6 ოქტომბერს, მოხარული ვიქნებით გვეწვიოთ “ავერსი-რაციონალის” სტენდთან , 7C68

იხილეთ ვრცლად

ავერსი-რაციონალი საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარსდგა

ქართული ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი" საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენასა და კონფერენციაზე მონაწილის სტატუსით უკვე მეორედ წარსდგა. გამოფენა დუბაიში 15-17 მარტის ჩათვლით იმართება. 

იხილეთ ვრცლად

ძვირფასო მომხმარებლებო!

გაცნობებთ, რომ “ავერსი-რაციონალი” მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში, CPhI Worldwide, ICSE, InnoPack & P-MEC, რომელიც ტარდება მადრიდში 13-15 ოქტომბერს, მოხარული ვიქნებით გვეწვიოთ “ავერსი-რაციონალის” სტენდთან , №10H17

იხილეთ ვრცლად

“ავერსი-რაციონალმა” ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა” სასტუმრო “თბილისი მერიოტში” 15-დან 19 ივნისამდე მიმდინარეობდა. კონფერენციას არსებობის უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს, თუმცა საქართველოში ის პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების: უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, – ისე იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც.

იხილეთ ვრცლად

მედიატური "ავერსი-რაციონალში"

19 თებერვალს სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალში" გაცნობითი ტური მოეწყო.
სტუმრებს საწარმოო პროცესისა და ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება მიეცათ. ჟურნალისტებს საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესზე, აღჭურვილობასა და სამუშაო პრიორიტეტებზე "ავერსი-რაციონალის" დამფუძნებლები პაატა და მალხაზ კურტანიძეები ესაუბრნენ.
ჟურნალისტები ორ გუნდად გაიყვნენ და თითოეული ჯგუფი დეტალურად გაეცნო საწარმოს მუშაობის პრინციპებს. 

იხილეთ ვრცლად

ავერსული საღამო თბილისის ზღვის კლუბში

კორპორატიული წვეულებისთვის. არც არის გასაკვირი – ასეთ წვეულებებზე ხომ ისინი არასამუშაო გარემოში ხვდებიან ერთმანეთს, ერთობიან და ერთმანეთის წარმატებით ხარობენ.

იხილეთ ვრცლად

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია

ჯანდაცვა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სფეროა, ამიტომ ადგილობრივი ფარმაცევტული პროდუქციის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა  სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის.  “ავერსი-რაციონალი” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების დამცველად გვევლინება _ “ავერსი-რაციონალი” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქციას, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...

იხილეთ ვრცლად

მედიატური "ავერსი-რაციონალში"

28 თებერვალს ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალში" გაიმართა მედიატური, რომლის მიზანი ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ფარმაცევტული წარმოების გაცნობა გახლდათ. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საწარმო, ასევე ახალი ლაბორატორია, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში, რომელსაც 750 კვადრატული მეტრი უკავია, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება. ახალი ლაბორატორია, ისევე როგორც საწარმო, აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც აქ ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. სტუმრები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთს "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ხელმძღვანელობდა, მეორეს - "ავერსი-რაციონალის" დირექტორი მალხაზ კურტანიძე.

იხილეთ ვრცლად