შპს ავერსი - რაციონალი

დოვიტა კრილი 500მგ #30კაფს

დოვიტა კრილი 500მგ #30კაფს

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების რეკომენდაცია

დოვიტა კრილი

Dovita krill

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ანტარქტიდის კრილის ზეთი (Euphausia superba) – 500 მგ, რომელიც შეიცავს: ფოსფოლიპიდები - 200 მგ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (მათ შორის ეიკოზაპენტაენის მჟავა/EPA 60 მგ და დოკოზაჰექსაენის მჟავა/DHA 28 მგ) - 110 მგ, ქოლინი - 25 მგ, ასტაქსანტინი - 0.05 მგ (50 მკგ).

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

მოქმედების მექანიზმი:

დოვიტა კრილი - პრემიუმ კლასის კრილის ზეთი, რომელიც მიიღება ღრმა ანტარქტიკულ წყლებში მობინადრე პატარა, კრევეტების მსგავსი კიბოსნაირებისგან. თევზებისგან განსხვავებით, კრილი ანტარქტიკის უფრო ღრმა წყლებში ბინადრობს, შესაბამისად უფრო მეტად დაცულია გარემოს დაბინძურებისგან და ომეგა-3-ის უფრო სუფთა წყაროს წარმოადგენს.

დოვიტა კრილის ნედლეული იწარმოება პატენტირებული Flexitech TM ტექნოლოგიით, რაც ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა, ნუტრიენტებით მაქსიმალურად გაჯერებული, პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მიღებას უზრუნველყოფს.

დოვიტა კრილში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები წარმოდგენილია ფოსფოლიპიდური ფორმით, რაც მათ მაღალ ბიოშეღწვადობასა და ორგანიზმის მიერ უკეთ ათვისების უნარს განაპირობებს, განსხვავებით თევზის ქონის შემადგენლობაში შემავალი ტრიგლიცერიდული ფორმებისგან. დოვიტა კრილი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გარდა, შეიცავს ფოსფოლიპიდებს, ასტაქსანტინს და რაც მთავარია, ქოლინს , რაც მას გამორჩეულ თვისებებს ანიჭებს ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული თუ სხვა სისტემებზე დადებითი გავლენის მხრივ.

  • · ქოლინი - ესენციური ნუტრიენტი, რომელიც მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, ცხიმების მეტაბოლიზმში (მონაწილეობს ღვიძლიდან ცხიმების ტრანსპორტირებაში) და მნიშვნელოვანია ღვიძლის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. დოვიტა კრილში ქოლინი წარმოდგენილია ყველაზე კარგად ათვისებადი ფორმის - ფოსფატიდილქოლინის სახით.
  • · გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA და DHA) მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ძვალ-სახსროვანი სისტემების, ასევე, მხედველობის აპარატისა და კანის სიჯანსაღისთვის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა), აუმჯობესებს თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის ფუნქციონირებას, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას, ხელს უქყობს სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული თუ თვალის დაავადებების რისკის შემცირებას. EPA (ეიკოზაპენტაენოის მჟავა) კი მნიშვნელოვანია მომატებული ტრიგლიცერიდებისა და ცხიმის სხვა მავნე ფრაქციების დონის შემცირებისთვის, რითაც მცირდება როგორც გულის, ისე სისხლძარღვოვანი პრობლემების რისკი.
  • · ფოსფოლიპიდები წარმოადგენს უჯრედის მემბრანის საშენ მასალას, უზრუნველყოფს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და ქოლინის ტრანსპორტსა და მათ სათანადო დანიშნულების ორგანოებამდე მიტანას (თვალი, გული, ღვიძლი, სახსრები და ა.შ). გარდა ამისა, ფოსფოლიპიდებს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს ცხიმების მეტაბოლიზმზე, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემებისა და მხედველობის ფუნქციონირებაზე.
  • · ასტაქსანტინი - კაროტინოიდი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით, იცავს დოვიტა კრილის ზეთში შემავალ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან, უნარჩუნებს მათ სტაბილურობას. იცავს ორგანიზმს თავისუფალი მავნე რადიკალების მოქმედებისგან.

დოვიტა კრილი რეკომენდებულია:

  • · გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკის დროს (დისლიპიდემია, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი ან ინსულინრეზისტენტობა, მოწევა, ზედმეტი წონა ან სიმსუქნე, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ქრონიკული სტრესი და ა.შ.)
  • · ქოლესტერინის ცვლის დასარეგულირებლად და ათეროსკლეროზის რისკის შესამცირებლად, კომპლექსურ თერაპიაში
  • · ორგანიზმში ანთებითი პროცესების შესამცირებლად
  • · მხედველობის აპარატის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად
  • · მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების დროს
  • · თავის ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად (კოგნიტური ფუნქციები, დასწავლის, ანალიზის უნარი)
  • · ნეიროდეგენერაციული პროცესების რისკის შესამცირებლად
  • · ღვიძლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და დეტოქსიკაციური პროცესების მხარდასაჭერად
  • · კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება მოზრდილებში, 1-2 კაფსულა დღეში კვების წინ ან კვების დროს.

კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა - 1-3 თვე.

გაფრთხილებები:

პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება მრავალფეროვანი/დაბალანსებული კვების ჩასანაცვლებლად. სიფრთხილით გამოიყენება სისხლის შედედების პრობლემების მქონე პირებში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში, პროდუქტის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გამოყენება პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

გამჭვირვალე, ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულა წითელი ფერის ზეთოვანი შიგთავსით.

გამოშვების ფორმა:

30 რბილი ჟელატინის კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.

ვარგისობა და შენახვის პირობები

2 წელი. ინახება არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge

გააზიარე: