ციპზოლი 1% 20 გ კრემი №1 ტუბი
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოტრიმაზოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ჰომოგენური კრემი, თავისუფალი ჩანართებისგან.
შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს: კლოტრიმაზოლს _ 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, მსუბუქი თხევადი პარაფინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
1% კრემი, 20 გ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. იმიდაზოლის წარმოებული.
ათქ-კოდი: D01AC01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციპზოლი წამოადგენს ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომლის აქტიური ნივთიერებაა კლოტრიმაზოლი (იმიდაზოლის წარმოებული). მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სოკოს უჯრედის მემბრანაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მემბრანის სტრუქტურისა და თვისებების შეცვლას და უჯრედის ლიზისს. გააჩნია ფუნგოსტატური და ფუნგიციდური მოქმედება. აქტიურია დერმატოფიტების, ობის, საფუარა სოკოების