შპს ავერსი - რაციონალი

მუსიტროლი 15 გ 1% კრემი №1 ტუბი

მუსიტროლი 15 გ 1% კრემი №1 ტუბი

ფარმაცევტული პროდუქტის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია 

მუსიტროლ

(MUSITROL)

 

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებატერბინაფინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი;

შემადგენლობა:

1 გ კრემი შეიცავს:

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 60, სორბიტანის მონოსტეარატი, თხევადი პარაფინი, პროპილენგლიკოლი, კონცენტრირებული გლიცერინი, ცეტანოლი, სტეარილის სპირტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:

1%-იანი კრემი.

ფარმაკო თერაპიული ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ათქ-კოდი: D01AE15.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა:

Trichophyton (მაგ.: Trichophyton rubrum,  Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans, Trichophyton violaceum), Microsporum (მაგ.: Microsporum canis), Epidermophyton floccosum, Candida-ს ჯგუფის სოკოები, აგრეთვე Pityrosporum orbiculare (ადგილობრივი გამოყენებისას).

ტერბინაფინი დაბალი კონცენტრაციით ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, საფუარასმაგვარ და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. საფუარა სოკოებზე, მათი სახეობებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფუნგიციდურად ან ფუნგისტატურად. მუსიტროლი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაში ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას, შესაბამისად სოკოს უჯრედში ითრგუნება სტეროლების ბიოსინთეზი, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის დაგროვებას უჯრედის შიგნით, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება.

მუსიტროლის მოქმედება ხასიათდება მაღალი სპეციფიკურობით, რის გამოც პრეპარატი არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

მუსიტროლის 1%-იანი კრემის ადგილობრივი გამოყენების დროს შეიწოვება დოზის 5%-ზე ნაკლები, შესაბამისად პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია.

ჩვენება:

- დერმატოფიტებით გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა Trichophyton (მაგ.: T. rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum);

-  თავის თმიანი ნაწილის მიკოზი (Microsporum canis, Epidermophyton floccosum);

- საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები, ძირითადად ისინი, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს  ჯგუფის სოკოებით;

-   ნაირფერი პიტირიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

გაწმენდილ და მშრალ კანზე მუსიტროლის კრემის თხელ ფენად წასმა და მსუბუქი შეზელა ხდება 1-2-ჯერ დღეში. მუსიტროლის წასმა რეკომენდებულია, როგორც დაზიანებულ კერაზე, ისე მის ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ უბანზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:

 - კანის მიკოზი - 1-2 კვირა;

 - ტერფების მიკოზი - 2-4 კვირა;

 - კანის კანდიდოზი - 1-2 კვირა;

 - ნაირფერი პიტირიაზი - 2 კვირა.

მკურნალობის ეფექტი ვლინდება პირველივე დღეებში. პრეპარატის არარეგულარული მიღებისა და ნაადრევი შეწყვეტისას შესაძლებელია ინფექციის პროგრესირება.

თუ კლინიკური ეფექტი არ გამოვლინდა პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.

ხანდაზმულ პაციენტებს მუსიტროლი ენიშნებათ იმავე დოზით, როგორც მოზრდილ პაციენტებს.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივირეაქციები: იშვიათად - ჰიპერემია, ქავილის ან წვის შეგრძნება, მაგრამ აღნიშნული მოვლენები იშვიათად მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას;

ალერგიულირეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი, ქავილი, გენერალიზებული გამონაყარი და/ან ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

იმ შემთხვევაშითუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენარომელიც არარის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაშიპაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მუსიტროლის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის ან მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

ჭარბიდოზირება:

მუსიტროლის ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში დოზის გადამეტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

მუსიტროლის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატის თვალში მოხვედრა დაუშვებელია. მისი თვალში მოხვედრის დროს საჭიროა ჩამობანა გამდინარე წყლით.

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა ან/და თირკმლის უკმარისობისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვის, სიმსივნეების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებების დროს.

მუსიტროლის კრემი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.  

მუსიტროლით მკურნალობის დროს საჭიროა ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მონაცემები მუსიტროლის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

შეფუთვა:

1%-იანი კრემი, 15 გ ტუბში, თითო ტუბი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი,

ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

    

 

გააზიარე: